logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
თბილისის მერი საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა
თბილისის მერი საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა
10:03 24.05.2019
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, ჩრდილოეთ საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის (პარიზის რეგიონის) ვიცე-პრეზიდენტს, ჟერომ შარტიეს შეხვდა.

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქალაქო ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. თბილისის მერმა ვიცე-პრეზიდენტს ამ მიმართულებით თბილისში არსებული გამოწვევები, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია, მეტროსადგურების სრული რეაბილიტაცია და ნარჩენების მართვა დაასახელა.

დედაქალაქის მერმა ფრანგულ მხარესთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად ფრანგული კომპანია „სისტრა“ დაასახელა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, კვლევებზე დაყრდნობით, სწორედ ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ მოამზადა.
თავის მხრივ, ვიცე-პრეზიდენტმა ილ-დე-ფრანსის რეგიონში ტრანსპორტისა და ნარჩენების ეფექტური მართვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ჟერომ შარტიემ ქართული მხარისთვის ფრანგული გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა და წარმატებული პროექტების ადგილზე გასაცნობად თბილისის მერი პარიზის რეგიონში მიიწვია.

„დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ჩემი შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ჩვენ, ძირითადად, ვისაუბრეთ ორ საკითხზე - ტრანსპორტის მოდერნიზაციასა და ნარჩენების მართვაზე. მე თბილისის მერს ამ სფეროებში პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით რეკომენდაციებსა და აქტიურ თანამშრომლობას დავპირდი, რაც დარწმუნებული ვარ, შედეგიანი იქნება“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული გეგმები დაისახა.

„საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რეგიონის ვიცე-პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. დაისახა კონკრეტული გეგმები ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. იმედი გვაქვს, რომ ეს მჭიდრო თანამშრომლობა გამოიხატება იმ დახმარებაში, რომელსაც ფრანგული მხარე დაგვპირდა. ვფიქრობ, ფრანგული გამოცდილების გაზიარება ამ ორ სფეროში ეფექტიანი იქნება და ფრანგულ მხარესთან ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

შეხვედრას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე და ილ-დე-ფრანსის რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის