logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ასეთი დოკუმენტის მხარდაჭერა ჩვენი წარმატებების აღიარებაა
მამუკა მდინარაძე: აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ასეთი დოკუმენტის მხარდაჭერა ჩვენი წარმატებების აღიარებაა
18:03 23.05.2019
"ეს არის მხარდაჭერის მძლავრი და ახალი ეტაპი, ეს არის აღიარება ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეების, ჩვენს ქვეყანაში არსებული პროგრესის", - ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ, საქართველოს მხარდამჭერ აქტზე საუბრისას "იმედის"  ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასეთ დოკუმენტს უჭერს მხარს, ეს არის ახალი ეტაპი და ეს არის აღიარება ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების და კანონპროექტის პოლიტიკური წონა უდიდესია.

,,ეს არის ორპარტიული დოკუმენტი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ის ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აღიარებას იმ პროგრესისა, რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში. ამ დოკუმენტში ბევრ საკითხზეა საუბარი, მათ შორის, სახელმწიფო მდივანს დაევალა რომ ხუთწლიანი სტრატეგია წარმოადგინოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის. ასევე, სპეციალურ წარმომადგენელს დაევალა თავისუფალი ვაჭრობის სფეროში სტრატეგიასთან დაკავშირებით გარკვეული დოკუმენტების წარმოდგენა, ამ სფეროს შესწავლა და მოლაპარაკებების დაწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისა და მისი გაჯანსაღებისთვის.

როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასეთ დოკუმენტს უჭერს მხარს, სადაც მომდევნო ხუთი წლის სტრატეგიის შემუშავება ევალება სახელმწიფო მდივანს, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის დაწყებაზე არის პირდაპირი დავალება, როდესაც კონკრეტულ სანქციებზე, მათ მიმართ, ვინც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ადამიანის უფლებებს არღვევს - ეს არის მხარდაჭერის კიდევ უფრო მძლავრი და ახალი ეტაპი და ეს არის აღიარება ჩვენი გაკეთებული საქმეების, ჩვენს ქვეყანაში არსებული პროგრესის და რა თქმა უნდა, ასეთი კანონპროექტის პოლიტიკური წონა უდიდესია. ასეთ დოკუმენტებს ჩვენ გადავყავართ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, მხარდაჭერისა და იმ ყველაფრის აღიარების ახალ ეტაპზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძე

როგორც ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა აღნიშნა, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მხარდაჭერით ჩვენ უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით ნაბიჯები დადავანახოთ, მათ შორის ოკუპანტ ქვეყანას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს დებს და ძმებს, აფხაზეთში და ეგრეთ წოდებულ სამხრეთოსეთში ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, რომ ჩვენ ვართ მშვიდობისკენ მოწოდებულები და სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ,

,,როდესაც ვსაუბრობთ სამშვიდობო პოლიტიკაზე და რაღაც ხისტი პოლიტიკისაკენ მოგვიწოდებენ, რისკენ მოგვიწოდებენ არც იციან, როცა ამ საკითხებზე კამათი და დავა მიდის,ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, შემთხვევით ამას არ ვლაპარაკობთ, ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მძლავრი მხარდაჭერით უნდა წავიწიოთნაბიჯ-ნაბიჯ წინ და უნდა ვიაროთ საერთო მიზნისაკენ, რასაც დეოკუპაცია ჰქვია.

სწორედ ასეთი ნაბიჯებით, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მხარდაჭერით ჩვენ უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით ნაბიჯები და დავანახოთ, მათ შორისოკუპანტ ქვეყანას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს დებს და ძმებს, აფხაზეთში და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში ჩვენსტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, რომ ჩვენ ვართ მშვიდობისკენ მოწოდებულები და სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, აქამდე უნდა მივიდეთ, ესაამთავარი და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის, არა მხოლოდ მათთვის, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა დაეკონომიკის მასტიმულირებელი და გამაჯანსაღებელი ეფექტი ქონდეს ისეთი დიდი ქვეყნის ისეთი ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურად ძალიან ძლიერი ქვეყნის მხარდაჭერას,როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატებია”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის