logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
პოლონეთის სენატის მარშალის შეფასებით, საქართველო 10 წლის წინ პოლონეთის მიერ ინიცირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის წამყვანი სახელმწიფოა
პოლონეთის სენატის მარშალის შეფასებით, საქართველო 10 წლის წინ პოლონეთის მიერ ინიცირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის წამყვანი სახელმწიფოა
17:04 22.05.2019
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავითზალკალიანმა შეხვედრა გამართა პოლონეთის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს და პოლონეთს შორის არსებულ გამორჩეულად მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც, მხარეების შეფასებით, განსაკუთრებული დინამიზმით ხასიათდება. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სენატის მარშალს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ პოლონეთის ურყევი და შეუქცევადი მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც 10 წლის წინ, პოლონეთის თანაავტორობით დაფუძნდა.

სტანისლავ კარჩევსკის შეფასებით, საქართველო აღნიშნული ფორმატის წამყვანი სახელმწიფოა. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულრეფორმებს. სენატის მარშალმა დაადასტურა, რომ ივლისში დაგეგმილ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც წელს სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საიუბილეო თარიღს მიეძღვნება, მონაწილეობას მიიღებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი. სტანისლავ კარჩევსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი იყო, არის და იქნება „საქართველოს ელჩი“ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.


საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. დავით ზალკალიანმა პოლონეთის სენატის მარშალს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და მადლიერებით აღნიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად იყენებს ყველა შესაძლო პლატფორმას საქართველოს ინტერესების დასაცავად და მხარდამჭერი გზავნილების დასაფიქსირებლად.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ პარლამენტებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას და ახლად ჩამოყალიბებულ ერთობლივ საპარლამენტო ასამბლეას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორი ქვეყნის მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებაში.

“ჩვენ ვისაუბრეთ საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. სიმბლურია, რომ პოლონეთის მარშალის თავჯდომარის ვიზიტი ემთხვევა აღმოსავლეთ-პარტნიორობის 10 წლის თავს. ეს არის ინიციატივა, რომელიც თავდაპირველად იყო გაჟღერებული პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ, 10 წლის წინ და მას შემდეგ პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით არის განსაკუთრებით ძლიერი და მკაფიო, რაც დასტურდება პოლონეთის მიერ მიღებულ რეზოლუციებსა და გადაწყვეტილებებში“- აღნიშნა შეხვედრის შეფასებისას დავით ზალკალიანმა. მან ხაზი გაუსვა პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოსმიერ საქართველოს განსაკუთრებულ მხარდაჭერას, რაც გამოიხატება, როგორც ცალკეულ რეზოლუციებსა და განცხადებების, ასევე ახლად ჩამოყალიბებული ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის სახით.

განხილულ იქნა ასევე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს „ცირკულარული მიგრაციის“ სფეროში მიმდინარე საპილოტე პროექტს და შეთანხმდნენ ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ პარლამენტებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ახლადჩამოყალიბებულ ერთობლივ საპარლამენტო ასამბლეას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორი ქვეყნის მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებაში.



საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის სენატის მარშალმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.


სტანისლავ კარჩევსკიმ ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ოძისი მოინახულა. იგი ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის