logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: მაქვს საფუძველი გარკვეულ პოლიტიკურ ნაწილში კვლევას არ ვენდო
კახა კალაძე: მაქვს საფუძველი გარკვეულ პოლიტიკურ ნაწილში კვლევას არ ვენდო
18:44 21.05.2019
თბილისის მერი, კახა კალაძე NDI-ის კვლევებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარი საზომი მოსახლეობაა და ისურვებდა, რეიტინგში ყველა მინისტრი მასზე მაღლა იყოს, რადგან ეს ქვეყნისთვის დადებითი იქნება.

„ჩემთვის ყველაზე მარტივი საზომი და მთავარი, ეს არის მოსახლობასთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, რასაც მე ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებ. მე ვისურვებდი, რომ ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით, გაკეთებული საქმეებით. ეს ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის იქნება პლუსი და დადებითი, პირველ რიგში ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, კახა კალაძე მას ეჭვით უყურებს.

„პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, 2012 წლიდან მოყოლებული ყოველთვის ხდებოდა მანიპულირება და ძალიან ხშირი იყო შემთხვევები როცა აცდენილი იყო კვლევა რეალურ შედეგებს. ამიტომ, მე მაქვს საფუძველი გარკვეულ პოლიტიკურ ნაწილში არ ვენდო კვლევას“ - აღნიშნავს თბილისის მერი.

სოციალურ შედეგებს დადებითად აფასებს კალაძე, თუმცა მისი თქმით, მაჩვენებელი უფრო უნდა გაიზარდოს.

„რაც შეეხება სოციალური მიმართულებით მოცემულ შედეგებს, ჩვენი ყველაზე მთავარი გამოწვევა არის რომ ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უფრო წინ წავიდეს, ეს 4-5 პროცენტიანი ზრდა, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა ეს არ არის საკმარისი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ციფრი გაიზარდოს“ - განაცხადა კალაძემ.

გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის ლიდერების - პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და
პარლამენტის თავმჯდომარის - შეფასება ბოლო სამი წლის მანძილზე გაუარესდა.
მაგალითად, მათ საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 20 პროცენტზე ნაკლები აფასებს.
თუმცა თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობა საზოგადოების მხრიდან მოწონებით (43
პროცენტი) სარგებლობს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა