logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თურქმენეთის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თურქმენეთის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
15:22 20.05.2019
აშხაბადში მიმდინარე თურქმენეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს იტიკური კონსულტაციების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქმენეთის რიგ სამთავრობო სტრუქტურებში: ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტში, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროში და სავაჭრო - სამრეწველო პალატაში.


აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელებთან გამართულ საუბრებში მხარეები ძირითადად შეეხნენ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის არსებულ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს.

ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტში შეხვედრისას აღინიშნა, რომ ტურისტებისათვის მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს „დიდი აბრეშუმის გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და თურქმენეთში კომპლექსური ტურების გამართვა. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადის გაზრდას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემდა თბილისსა და აშხაბადს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება. ქართულმა მხარემ გამოხატა სრული მზადყოფნა, რომ საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული გამოცდილება გაუზიაროს თურქმენულ მხარეს.

ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროში გამართული მოლაპარაკებებისას კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ადგილი აქვს საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო ბრუნვის არსებით ზრდას. ამავე დროს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისათვის ჯერ კიდევ ბევრი გამოუყენებელი რესურსი არსებობს და ამ ეტაპზე ძირითად ამოცანას მათ ასამოქმედებლად რიგი კონკრეტული ღონისძიებების გატარება წარმოადგენს.



სავაჭრო - სამრეწველო პალატაში შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ინსტიტუტის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ბიზნეს სტრუქტურებს შორის კავშირების დამყარებაში, არსებული ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაციების გავრცელებაში და, აქედან გამომდინარე, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის