logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ევროკავშირთან დაახლოებამ ჩვენ ახალი შესაძლებლობები შეგვიქმნა და ახალი მიზნები დაგვანახა
დავით ზალკალიანი: ევროკავშირთან დაახლოებამ ჩვენ ახალი შესაძლებლობები შეგვიქმნა და ახალი მიზნები დაგვანახა
15:21 20.05.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისთვის გამართული სემინარი- „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გახსნა.

დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. მან ევროკავშირთან ინტეგრაციულ პროცესებში ადგილობრივი თვითმმართველობების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებში, მოქალაქეების კიდევ უფრო აქტიური ჩართვის უზრუნველყოფაში და ევროპულ ქვეყნებთან ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაში“- აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა იმ შედეგებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს მოაქვს. ამ კუთხით აღინიშნა ასოცირების შეთანხმების განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს მოდერნიზაციის და განვითრების საქმეში, ისევე როგორც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. „ დღეს ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა დარგში ევროპული ნორმები და სტანდარტები მკვიდრდება და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია, რადგანაც ევროკავშირთან დაახლოებამ ჩვენ შეგვიქმნა ახალი შესაძლებლობები და დაგვანახა ახალი მიზნები. თავისუფალი მიმოსვლა- ეს არის კარგი საშუალება ხალხთა შორის ურთიერთობისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომელნიც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იღებენ განათლებას ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში. ეს არის კარგი საშუალება ბიზნესის განვითარებისთვის, რათა ჩვენი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა ყოველგვარი დაბრკოლების და ბარიერის გარეშე მოძებნონ კონტაქტები ევროპელ პარტნიორებთან.“


დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე 21 ნოემბერს ბრიუსელში გამართული მაღალი დონის დიალოგის მნიშვნელობას:



„საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის და ის ფორმატი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის არის დაფუძნებული, მხედველობაში მაქვს მაღალი დონის დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ფოკუსირებულია სწორედ სამომავლო ინიციატივებზე, ახალ პროექტებზე, ახალ იდეებზე და ჩვენ გვგქონდა მართლაც ძალიან კარგი შეხვედრა გასული წლის 21 ნოემბერს ევროკავშირში, როდესაც პირველად ევროკავშირი-საქართველოს ისტორიაში, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, პრემიერ - მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა მომავალზე ორიენტირებულ პროექტებზე. „-აღნიშნა მინისტრმა.



დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე რეგიონების განვითარების მიმართულებით. ამ მხრივ აღინიშნა ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივები, როგორებიცაა სოფლის მეურნეობის და სოფლად განვითარების მხარდაჭერის პროგრამა, შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამა, ატმოსავლეთპარტნიორობის ფარგლებში არსებული ინიციატივა -„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ და სხვ. მინისტრის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის განვითარება ისეთ სფეროებში როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა და სხვა.





მინისტრის თქმით, ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კერძო ექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობს, რათა კერძო სექტორმა შეძლოს შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება და მაქსიმალურად გამოიყენოს ახალი სავაჭრო შესაძლებლობები ევროკავშირთან.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ქ. თბილისის მერმა კახა კალაძემ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ. ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, რომლებმაც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის და ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ხორციელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის