logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: 19 მაისის არჩევნები ნამდვილად იყო 2020 წლის გენერალური რეპეტიცია
დიმიტრი ხუნდაძე: 19 მაისის არჩევნები ნამდვილად იყო 2020 წლის გენერალური რეპეტიცია
14:54 20.05.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე გუშინ, საქართველოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ ეს არჩვენები ნამდვილად იყო 2020 წლის გენერალური რეპეტიცია როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. დეპუტატი თვლის რომ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, გარდა ზუგდიდისა, ცუდი შედეგები აჩვენა. ამის შემდეგ ზეცაში ფრენას თავი უნდა დაანებონ და მიწაზე დაეშვან:

-„გუშინდელი დღე ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ხალხისგან სერიოზული მხარდაჭერა და პოლიტიზირებული მედიის მცდელობა, შეექმნათ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი ხელისუფლების წინააღმდეგ, ფუჭი აღმოჩნდა. ალბათ დარწმუნდნენ, რომ ეს იარაღიც აღარ უჭრით. ტყუილზე დაფუძნებული ნებისმიერი ქმედება ყალბია და ამ სიყალბეს ადვილად ცნობს ხალხი. გარდა ზუგდიდისა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ცუდი შედეგები აჩვენა. ამის შემდეგ ზეცაში ფრენას თავი უნდა დაანებონ და მიწაზე დაეშვან. უნდა შეიგნონ, რომ ქართველი ხალხი მათ ხელისუფლების სადავვებს აღარასდროს მისცემს. გუშინდელი დაძაბული დღის შემდეგ არა მარტო ზუგდიდის, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქა. მინდა მოვუწოდო ჩვენს ოპონენტ ნაციონალურ მოძრაობას და მის პარტიულ ტელევიზიას, ამის შემდეგ მაინც დაასვენონ საზოგადოება და მოასვენონ ქვეყანა.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მოქალაქეს, ვინც გუშინ არჩევნებზე მივიდა და ხმა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მისცა. მიუხედავად ნაციონალების ბევრი მცდელობისა, ხელისუფლება პროვოკაციაზე არ წამოეგო და არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაატარა. მადლობას ვუხდი ასევე სამართალდამცავებს ეფექტური მუშაობისთვის. განსაკუთრებული მადლობა სამეგრელოს და ზუგდიდელებს. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ. რაც შეეხება გენერალურ რეპეტიციას, რომელზეც ასე ხმამაღლა კრიტიკულად აპელირებდნენ ოპოზიციის და მათი მედიის წარმომადგენლები, ვიტყვი რომ დიახ, ეს შუალედური არჩევნები ნამდვილად იყო 2020 წლის გენერალური რეპეტიცია“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის