logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
NDI-ის კვლევა: საქართველოში ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, თუმცა რუსეთი და ღირებულებების დაკარგვის შიში ამ მხარდაჭერაზე გავლენას ახდენს
NDI-ის კვლევა: საქართველოში ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, თუმცა რუსეთი და ღირებულებების დაკარგვის შიში ამ მხარდაჭერაზე გავლენას ახდენს
12:34 20.05.2019
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა მყარია. მოსახლეობის 77 პროცენტისთვის მისაღებია ევროკავშირში გაწევრიანება, რომელთაგან 55 პროცენტისთვის ეს სრულად არის მისაღები. ხვალ რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმი ტარდებოდეს, 68 პროცენტი ხმას მისცემდა გაწევრიანებას, ხოლო 14 პროცენტი წინააღმდეგი იქნებოდა. ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები თავის გადაწყვეტილებას შემდეგი მიზეზებით ხსნიან: ეს ეკონომიკურ ზრდას, უსაფრთხოებას და სამუშაო ადგილებს მოიტანს. 13 პროცენტი, ვისთვისაც მიუღებელია ევროკავშირში გაწევრიანება, მთავარ მიზეზად რუსეთთან კონფლიქტს (39 პროცენტი), რუსეთთან ახლო ურთიერთობების სურვილსა (31 პროცენტი) და იმას ასახელებს, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ კულტურას (19 პროცენტი). საგულისხმოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მათი პოზიციების მიუხედავად, მოსახლეობის 41 პროცენტი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ღირებულებებს. გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით საზოგადოების ბევრი ჯგუფი ნახავს სარგებელს, მათ შორის: ფერმერები, სტუდენტები, უმუშევრები, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობები. გარდა ამისა, მათივე აზრით, გაწევრიანების შემთხვევაში, სხვა საკითხებთან ერთად, განათლების ხარისხი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და საქართველოს უსაფრთხოებაც გაუმჯობესდება. ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 74 პროცენტი უჭერს მხარს. მოქალაქეების 55 პროცენტისთვის ეს სრულად არის მისაღები. ამავდროულად, სომხური დასახლებების მოსახლეობის ნახევრისთვის ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო 28 პროცენტისთვის მისაღებია. მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს მხარდაჭერა აზერბაიჯანულ დასახლებებშიც დაბალია, იქ ეს არა მხარდაჭერის ნაკლებობით, არამედ მაღალი “არ ვიცი” პასუხით (41 პროცენტი) არის განპირობებულია. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ყველაზე მეტად ნატო-სა (28 პროცენტი) და ევროკავშირში (11 პროცენტი) გაწევრიანება, ძლიერი ლიდერის ყოლა (რომელიც ერთპიროვნულად მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას) (11 პროცენტი) და საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება (9 პროცენტი) დაეხმარება. მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. კერძოდ, 31 პროცენტი მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აგრესიას, 11 პროცენტი - ოკუპაციას, ხოლო 10 პროცენტი რუსულ პროპაგანდას ასახელებს. თუმცა მონაცემები სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებებში განსხვავდება. იქ მხოლოდ 3 და 8 პროცენტი (შესაბამისად) მიიჩნევს რუსეთის სამხედრო აგრესიას საფრთხედ. საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთს საქართველოს ეკონომიკაზე (43 პროცენტი), პოლიტიკაზე (45 პროცენტი) და ეროვნულ უსაფრთხოებაზე (47 პროცენტი) ნეგატიური გავლენა აქვს. მაღალი მხარდაჭერის მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირში (59 პროცენტი) და ნატო-ში (55 პროცენტი) გაწევრიანებისთვის მზად არ არის. ტერიტორიული კონფლიქტები (36 პროცენტი), რუსეთი (20 პროცენტი) და დემოკრატიის ნაკლებობა (15 პროცენტი) ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორებად განიხილება; ხოლო ნატოს შემთხვევაში, ოკუპირებული ტერიტორიები (47 პროცენტი), რუსეთი (42 პროცენტი) და დემოკრატიის ნაკლებობა (12 პროცენტი) სახელდება. “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერა მყარია, ყურადსაღებია ფართოდ გავრცელებული რწმენა, რომ ევროკავშირი ქართული კულტურისა და ღირებულებებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ევროკავშირის მხარდაჭერის გაზრდაზე მომუშავე ორგანიზაციებმა მოსახლეობას კარგად უნდა აუხსნან ევროკავშირის წევრობის არსი და მისი მიზნები,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა. - “საინტერესო იყო იმის გაგება, თუ როგორ განსხვავებულად აღიქვამენ ნატოს სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებებში. თუ ეთნიკურად სომეხი მოქალაქეებისთვის ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია, აზერბაიჯანულ დასახლებებში ნათლად ჩანს სათანადო ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა. შესაბამისად, აღნიშნულ რეგიონებში კომუნიკაციის განსხვავებული მიდგომებია საჭირო. ასევე, ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან უფრო მეტი კომუნიკაცია არის საჭირო.”  

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის