logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოავლინეს
ირაკლი კობახიძე: ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოავლინეს
23:38 19.05.2019
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირველადი მონაცემებით ყველა საარცევნო ოლქში მმართველი პარტია ლიდერობს.

„გვინდა გაგაცნოთ პირველადი მონაცემები. შემოსულია ოქმის მონაცემები ანუ საუბარია უკვე ოფიციალურ მონაცემებზე, იმ დათვლაზე , რომელიც წარმოებს საარჩევნო უბნებზე. ოლქების უმეტესობაში წინასწარი მონაცემების განზოგადება უკვე შესაძლებელია და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას , რომ დიდი უპირატესობით, პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში იგებენ.

რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, აქაც დიდი უპირატესობით იგებს ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე, თუმცა არის ალბათობა მეორე ტურის შალვა შავგულიძესთან ,ეს არის არსებული მონაცემები.

რაც შეეხება ზესტაფონს, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს იმ რაოდენობის ოქმები, რომ გვქონდეს განზოგადების საშუალება, ასეთია შედეგები. რაც შეეხება მცირე ოლქებს, სადაც საკრებულოს წევრთა არჩევნები ტარდება ,ეს არის შეგახსენებთ ოზურგეთი ,ტყიბული ,ჭიათურა , წყალტუბო, ადიგენი, საგარეჯო , ზესტაფონი, ახმეტა, პანკისის ხეობაშიც ტარდება არჩევნები, ყველა ამ უბანში დამაჯერებლად იმარჯვებენ ქართლი ოცნების კანდიდატები.

მთლიანობაში ქართული ოცნების გამარჯვება შთამბეჭდავია, ძალიან მაღალი შედეგებით დასრულდება არჩევნები. შეგახსენებთ, რომ მასშტაბი ამ არჩევნების იყო ძალიან დიდი ,12 % ამომრჩევლის იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში და ეს გვაძლევს საშუალებას ,რომ ქართული ოცნების რეიტინგი შევაფასოთ.
ზოგადად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქართული ოცნების რეიტინგი შევაფასოთ.

შედეგი არის ნამდვილად შთამბეჭდავი. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას რომ 60 %-მდე შედეგს მიიღებს ქართული ოცნება მთლიანობაში.

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს აქტიურობისათვის. იყო ძალიან აქტიური არჩევნები, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოავლინეს ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ და რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატებს საქართველოში.

საქართველოში გრძელდება დემოკრატიული არჩევნების ტრადიცია. მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული ექსცესები, გარკვეული პროვოკაციები და მცდელობა, ხელოვნურად შეტანილიყო არეულობა საარჩევნო პროცესში, ჩვენ შევძელით ეს არჩევნები სათანადო გარემოში ჩაგვეტარებინა.

რაც მთავარია სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და ამის შედეგია ქართული ოცნების შთამბეჭდავი გამარჯვება ამ არჩევნებში. მოგვიანებით გაგაცნობთ დაზუსტებულ მონაცემებს“-განაცხადა კობახიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო