logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი:  მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა, მივიდა არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა
თამარ ჩუგოშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა, მივიდა არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა
20:25 19.05.2019
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საერთაშორისო მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა, საარჩევნო დღე შეაჯამა.

"როგორც იცით, ზუსტად 8 საათზე, ოლქებში, სადაც შუალედური არჩევნები იმართებოდა, საარჩევნო უბნები დაიხურა.

მთელი გუნდის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა, მივიდა არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებსა და პარტიულ აქტივს, რომლებმაც მთელი დღის განმავლობაში დაუღალავად იშრომეს და ოპონენტების პროვოკაციებს სამაგალითოდ გაუმკლავდნენ.

ასევე, მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო დამკვირვებლებს, ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა არჩევნების ჩატარებაში.

ამასთანავე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა იმ ოლქში,სადაც ჩვენი ოპონენტები არ იყვნენ კონცენტრირებულნი განსაკუთრებით დიდი დოზით, პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა. ხოლო იქ, სადაც მათ განსაკუთრებული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული, მათი მხრიდან არ წყდებოდა პროვოკაციებისა და დაპირისპირების მცდელობები.

რეალურად, საარჩევნო დღე სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა, რასაც ყველაზე ცალსახად გამოხატავს სწორედ საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი საჩივრების მინიმალური რაოდენობა რომელიც მინიმალურია და ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა.

აქვე მინდა ავღნიშნო, შედეგების შეჯამების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ახლა იწყება ხმების დათვლის პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. დამკვირვებლების საფარ ქვეშ მოქმედი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში აფერხებდნენ და ხელს უშლიდნენ საარჩევნო კომისიის მუშაობას, სავარაუდოდ შეეცდებიან ხელი შეუშალონ ხმის დათვლის პროცესს.

ამიტომ, გთხოვთ საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, რათა არცერთი მოქალაქის, არცერთი ამომრჩევლის და მხარდამჭერის ხმა არ იყოს დაკარგული.

გვინდა გავაფრთხილოთ ყველა პირი, რომელიც კენჭისყრის დასრულების შემდგომ იმყოფება უბანზე და აკვირდება ხმების დათვლის პროცესს, მოიქცნენ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხელოვნურად არ შეუშალონ ხელი კომისიის მუშაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

ყველას დიდი მადლობა, ამ არჩევნებზე ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა