logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ცესკო: ადგილი აქვს საარჩევნო კომისიების მუშაობისათვის ხელის შეშლის მცდელობას, რაც წარმოადგენს უმთავრეს გამოწვევას
ცესკო: ადგილი აქვს საარჩევნო კომისიების მუშაობისათვის ხელის შეშლის მცდელობას, რაც წარმოადგენს უმთავრეს გამოწვევას
16:48 18.05.2019
დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

მან ისაუბრა ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისათვის შემოსული საჩივრების შესახებ, ასევე გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის დარეგისტრირებული სადამკვირვებლო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა შესახებ.

თამარ ჟვანიამ ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ხშირად ადგილი აქვს ჩართული მხარეების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და საარჩევნო კომისიების მუშაობისათვის ხელშეშლის მცდელობას, რაც წარმოადგენს უმთავრეს გამოწვევას. მსგავს ვითარებაში მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიციას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარებისთვის და ამ პროცესის პროფესიულ დონეზე წარმართვისთვის, მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა, მუდმივი კომუნიკაცია და ორმხრივი ინფორმირება. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, კანონშესაბამისი საქმიანობა და მიუკერძოებელი დაკვირვება იქნება გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. აღნიშნეს, რომ ჩართულ მხარეებს შორის დაძაბულობამ შესაძლოა დააზიანოს საარჩევნო გარემო. ასევე გამოთქვეს იმედი, რომ საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე იმოქმედებს კანონის შესაბამისად და ამომრჩეველს საკუთარი ნების თავისუფალ გარემოში დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება.

თავის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო პროცესში აქტიურობისა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრას 13 ადგილობრივი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა