logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა ტალინში ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს
საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა ტალინში ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს
18:23 16.05.2019
სალომე ზურაბიშვილმა კერსტი კალიულაიდის მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო-ესტონეთის ურთიერთობების დონე, სითბო და სიახლოვე ჩვენი ქვეყნების საერთო წარსულს ეფუძნება.

,,ამ საერთო წარსულს საერთო მომავლით მივყვებით. არამხოლოდ ვიმედოვნებ, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივალთ იქ, სადაც თქვენ უკვე იმყოფებით და კვლავ ვიქნებით საერთო ოჯახში. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ მივყვებით ამ გზას დამატებითი სირთულეებით, რასაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზი ქმნის, იმ ზეწოლითა და აგრესიით, რასაც განვიცდით, იმ პროვოკაციით, რასაც ადგილი აქვს, თითქმის ყოველდღე",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ სირთულეების მიუხედავად, დღეს სახეზეა 15 წელში მოპოვებული გამარჯვება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ განვაგრძოთ სვლა ჩვენი ამბიციური მისწრაფებებისკენ - ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ.

ეს ორივე ჩვენი ამბიცია საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და დემოკრატია კვლავ ვითარდება.თუ რუსეთის მიზანი იყო ბლოკირება მოეხდინა ამ გზის, ეს მიზანი არ არის მიღწეული.

ეს ჩვენი გამარჯვება და მათი დამარცხებაა. ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა, ყველა იმ ქვეყანასთან ერთად, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს და დღესაც გვიჭერენ.მადლობელი ვართ თქვენი, რომ არ ივიწყებთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ახსენებთ რუსეთს მათ მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არ შეესაბამება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირისა და ნატოსკენ. აღნიშნულ ორგანიზაციებში ღია კარის პოლიტიკა გრძელდება, რაც დაადასტურა თბილისში, ნატოს გენერალურმა მდივანმა და ახლახან, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან კლოდ იუნკერმა.

,,ჩვენ ვხედავთ პერსპექტივას და ვისწრაფვით ამ პერსპექტივისკენ. ჩვენ ვიცით რა შეგვიძლია და და ვაღებთ ყველა შესაძლო კარს. ჩვენ ამ გზაზე მხარს გვიჭერენ ევროპელი მეგობრები და თქვენი ქვეყნა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეგობარია. ეს მეგობრობა გულისხმობს ყოველდღიურ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით.უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა ეკონომიკის, განვითარების, ასევე განათლების, ელექტრონული მმართველობისა და ტურიზმის მიმართულებით", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო რეალური, ფიზიკური დაახლოება უნდა მოხდეს, შავი ზღვა კვლავ უნდა გახდეს ხალხთაშორისი კავშირის, ტრანსპორტის, სიახლოვის გზა, სადაც უსაფრთხოება გაიზრდება და თანამშრომლობა გაღრმავდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა