logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გოგლიჩიძემ ზესტაფონელ პედაგოგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
გიორგი გოგლიჩიძემ ზესტაფონელ პედაგოგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
17:17 16.05.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე ზესტაფონის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა და სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს განათლების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე. მათ შორის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესატან ცვლილებებზე და პედაგოგთა ხელფასების გაზრდის საკითხზე.

მინისტრის მოადგილის თქმით, პედაგოგთა ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

"ვცდილობთ ახალი რეფორმა ადამიანის განვითარებაზე იყოს ორიენტირებული. სიახლეა ის, რომ გაზრდილია დაფინანსება, სახელფასო პოლიტიკა, სტატუსის დანამატი იზრდება 150 ლარით, ისე რომ 2020 წლისთვის საშუალო ხელფასი 1500 ლარი გახდეს. ხელფასი გაეზრდება სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დირექტორებს. ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი სისტემისთვის მიიღებენ სახელმწიფო ჯილდოს 2 წლის ხელფასს ერთჯერადად სკოლიდან წასვლის შემთხვევაში, ისინი ასევე შეინარჩუნებენ სადაზღვევო პაკეტს სიცოცხლის ბოლომდე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ზესტაფონელ პედაგოგებს სიტყვით მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

,,უპრეცენდენტო ინვესტიციები, პედაგოგების ხელფასების ზრდა, საპენსიო ასაკის პედაგოგთა ღირსეული გაცილება- ეს არის ის უახლესი ცვლილებები, რომელსაც ვთავაზობთ პედაგოგიურ კორპუსს. ვსაუბრობთ ასევე თუ რა გამოწვევები რჩება და ეტაპობრივად როგორ შეიძლება მისი გადაჭრა", -აღნიშნა მარიამ ჯაშმა და პედაგოგებს მმართველი გუნდის კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

,,გიორგი გოგლიჩიძეს ვიცნობთ როგორც ღირსეულ, გამორჩეულ, პრინციპულ ადამიანს, რომელსაც აქვს საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება.მან უმწვავესი პრობლემების მიუხედავად პოზიციები არ დათმო. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ობიექტურობის, სოციალური თანასწორობის, ბევრი სიახლის მომტანი ზესტაფონისთვის','- აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ ზესტაფონელ პედაგოგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩემი მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მხარდაჭერაა და იმ კურსის და მშენებლობის გაგრძელებაა, რომელიც დაგეგმილია ჩვენს მუნიციპალიტეტში და განხორციელდება მიმდინარე წელს" , -აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.

შეხვედრაზე ზესტაფონელ პედაგოგებს სიტყვით მიმართა მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ და მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა