logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი:  არჩევნების დღეს გვექნება უბნებზე ვიდეოჩაწერების საშუალება, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია
ირაკლი ჩიქოვანი: არჩევნების დღეს გვექნება უბნებზე ვიდეოჩაწერების საშუალება, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია
16:28 16.05.2019
პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი საოლქო საარჩევნო კომისიაში ,,ნაციონალური მოძრაობის" ქმედებას დესტრუქციულად აფასებს.

,,ის, რაც დღეს მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, თითოეულმა თქვენგანმა და საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გადასულია პირდაპირ დესტრუქციაზე. იმ პირობებში, როდესაც მათ იციან, რომ პირწმინდად აქვთ წაგებული არჩევნები, ცდილობენ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ საარჩევნო პროცესის. მაგრამ, კიდევ ერთხელ მივმართავ საზოგადოებას და აბსოლუტურად ყველა უწყებას, მაქსიმალური მოთმინებით მოეკიდონ ყველა ამ პროვოკაციას. დარჩა მხოლოდ რამდენიმე დღე ჩვენს გამარჯვებამდე, რომ გავაფორმოთ დამაჯერებელი გამარჯვება გეგა შენგელიას და "ქართული ოცნების". აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, გვაქვს უშუალო პირდაპირი კავშირი, როგორც აქედან, ასევე ცენტრალური შტაბიდან და მათ ვაწვდით აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ექსესები. ყველა ნათლად ხედავს, რომ ყველა მოქმედება არის დესტრუქციული და "ნაციონალური მოძრაობა" არ მალავს, რომ ისინი გათვლას კი არ აკეთებენ ზუგდიდელებზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლის ჩამოყვანასაც ისინი გეგმავენ. თვითონაც არ მალავენ, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოყვანა სურთ ზუგდიდში" ,- აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ირაკლი ჩიქოვანი მიმართავს ზუგდიდელებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, შეინარჩუნონ აბსოლუტური სიმშვიდე და ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მიმართონ სამართალდამცველებს.

,,სამართალდამცველები მზად არიან იმისთვის, რომ მოახდინონ მყისიერი რეაგირება ყველა დარღვევაზე და არა აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიდენს და ვისი მომხრე იქნება ის. ჩვენი ინტერესია ზუგდიდში არჩევნები მშვიდად ჩატარდეს და ზუგდიდი არ იყოს საცდელი პოლიგონი და პოლიტიკური ბატალიების ეპიცენტრი, როგორსაც "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს წარმოაჩინოს",-აღნიშნა შტაბის უფროსმა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, "ქართული ოცნება" ორგანიზებულად ემზადება საარჩევნო დღისთვის. ასევე, უბნებზე იქნება ვიდეო ჩაწერები, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის პროვოკაცია.

,,ორგანიზებულად ვემზადებით საარჩევნო დღისთვის. გვაქვს ყველა წინასწარი მონაცემი, რომ გეგა შენგელია დამაჯერებლად იმარჯვებს. 19 მაისს ჩვენი აქტივისტები, ჩვენი მომხრეები იქნებიან მობილიზებული იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ამომრჩეველი, ვისგანაც გვაქვს უკვე თანხმობა, რომ მობრძანდებიან არჩევნებზე და მხარს დაგვიჭერენ, ისინი მოვლენ არჩევნებზე. მათ ექნებათ სპეციალური სიები, ეს სიები უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ზუსტად შევძლოთ აღრიცხვა ყველა ჩვენი ამომრჩევლის, რომელიც მოვა ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ასევე, ჩვენ გვექნება ვიდეოჩაწერის საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა უბნებზე მოხდეს. ასევე, მივმართავ კომისიებში ჩვენს წევრებს, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა შიგნით კომისიის ფარგლებში, მათაც გამოიჩინონ მაქსიმალური სიმშვიდე, გამოიყენონ ყველა პროცედურა და პროცედურის მიხედვით ჩაატარონ საარჩევნო დღე. ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის და დარწმუნებული ვართ რომ 19 მაისს ვიზეიმებთ გამარჯვებას", - განაცხადა ბრიფინგზე ჩიქოვანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის