logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს ამაზრზენი და ზუგდიდელებისთვის შეურაცხმყოფელია
ირაკლი ჩიქოვანი: რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს ამაზრზენი და ზუგდიდელებისთვის შეურაცხმყოფელია
22:24 15.05.2019
ზუგდიდიში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და წევრების მიერ საკრებულოს შენობაში შეჭრის ფაქტს მორიგ პროვოკაციად აფასებს ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი. ჩიქოვანი მომხდარს ამაზრზენს და ზუგდიდელებისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს.

,,ის, რაც ზუგდიდში მოხდა არის ამაზრზენი და უტიფარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის. "ნაციონალური მოძრაობა", ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და ცდილობს აქ მცხოვრები ადამიანების შეურაცხყოფას ჩამოყვანილი ხალხით. საარჩევნო პროცესის წარმოება შეუძლია ყველას თავისფლად და მშვიდად. მათ შეუძლიათ მიმართონ პოლიციასაც, საკრებულოსაც, გამგეობასაც, საოლქო კომისიასაც, ამაში ხელს არავინ არ უშლით, მათი პრობლემა ის არის, რომ ყველა ასეთი ფაქტიდან მათ უნდათ გამოიყვანონ პროვოკაცია და შექმნან უაზრო აურზაური, "ნაციონალურ მოძრაობას" ეს აქ არ გაუვა, ამ ქალაქის შეურაცხყოფა არ გაუვა, დაიღალა ეს ქალაქი იმით რომ "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდიდან ქმნის გამოსაცდელ პოლიგონს, ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება 19 მაისს”,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდიატის საარჩევნო შტაბის უფროსი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ზუგდიდის საკრებულოს შენობაში შევარდნას პროვოკაციულ ქმედებად აფასებს და ამბობს, რომ ყველა უნდა გაემიჯნოს ძალადობას. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, საკრებულოში წერილის შეტანას ერთი ადამიანი სჭირდებოდა და არა 200 აქტივისტი, რომელიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.

„ ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, აბსოლუტურად ყველა ფაქტზე მიმართული გვაქვს სამართალდამცველი ორგანოებისთვის. აბსოლუტურად ყველა ფაქტზე ან დაწყებულია გამოძიება ან დაკავებულები არიან ადამიანები. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ ზუგდიდში შეინარჩუნოს მშვიდობა, ასევე მივმართავ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და პირდაპირ ვეუბნები მათ რაოდენ მძიმე არ უნდა იყოს პროვოკაციები, რომლებზეც ,,ნაციონალური მოძრაობა“ მოდის, გამოიჩინეთ სიმშვიდე, ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ სამართალდამცველებს და მხოლოდ რამდენიმე დღე დაგვრჩა, რომ ესენი ავიტანოთ ჩვენს ქალაქში, 19 მაისს ეს ყველაფერი დამთავრდება”- განაცხადა ფაქტზე ჟურნალისტებთან კომენტირებისას ირაკლი ჩიქოვანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის