მამუკა ბახტაძეს ყაზახეთის სენატის თავმჯდომარემ უმასპინძლა
მამუკა ბახტაძეს ყაზახეთის სენატის თავმჯდომარემ უმასპინძლა
17:41 15.05.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყაზახეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს, დარიგა ნაზარბაევას შეხვდა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს და ინვესტიციების სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სავაჭრო ბრუნვის გაზრდის კუთხით არსებულ პოტენციალს. ხაზი გაესვა პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობას ტურიზმისა და ხალხთაშორისი კავშირების განვითარების საქმეში და გამოითქვა მზაობა, გაიზარდოს ორი ქვეყნის იმ ქალაქების რაოდენობა, საიდანაც პირდაპირი ავიარეისები შესრულდება.

საუბარი ასევე შეეხო დღეს ხელმოწერილ შეთანხმებებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკა.

შეხვედრაზე გამოითქვა რწმენა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ორმხრივი თანამშრომლობის ახალ დონეზე გადასვლას შეუწყობს ხელს.

ბეჭდვა