logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: პარტნიორებისგან გვჭირდება მხარდაჭერა, რათა დავარწმუნოთ რუსეთი და შევახსენოთ მას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი შეუქცევადია
სალომე ზურაბიშვილი: პარტნიორებისგან გვჭირდება მხარდაჭერა, რათა დავარწმუნოთ რუსეთი და შევახსენოთ მას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი შეუქცევადია
17:33 15.05.2019
საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრებისა შემდეგ ქართველი და უხცოელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლატვიის პრეზიდენტს საქართველოს ურყევი მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს ძველი მეგობრობა აკავშირებთ.

,,მადლობას გიხდით, ბატონო პრეზიდენტო იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ასევე, თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. 30 წლის წინ, საქართველოში 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, რამაც განსაზღვრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და თავისუფლების დაბრუნება. ასე დაიწყო, ჩვენი ბრძოლა, რამაც დღეს აქამდე მოგვიყვანა. სავარაუდოდ, 30 წლის წინ რთული იქნებოდა იმის პროგნოზირება, რომ ლატვია ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდებოდა და საქართველო ასე ახლოს იქნებოდა ევროკავშირისა და ნატოს ღია კართან. საქართველოს ეს ტრაექტორია განისაზღვრა ერთგული მეგობრებისა და საიმედო პარტნიორების თანადგომით," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წელს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, გამოხატავს არა მხოლოდ იმ პროგრესს, რომელიც თან სდევს ასოცირების ხელშეკრულებას, ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალ ვაჭრობას, ვიზალიბერალიზაციას, არამედ საუბრობს იმაზე, რაც გასაკეთებელია ევროპაში დაბრუნებისა და ნატოში გაწევრიანების მიმართულებით.

,,ბათუმის კონფერენციაზე, რომელიც ივლისში გაიმართება სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება, საქართველო იქნება მზად გამოხატოს საკუთარი ამბიცია, გეგმა და საკუთარი ხედვა, თუ როგორ მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში, მიუხედავად ორგანიზაციის გარდამავალი პერიოდისა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.


რაც ეხება ნატოში ინტეგრაციის მიმართულებას, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ იცის როგორ გააძლიეროს კავშირები ნატოსთან, იმისათვის რომ ბიძგი მისცეს ღია კარის პოლიტიკას.

,,ეს გულისხმობს ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ასევე გულისხმობს მეტ სამხედრო წვრთნებს, შესაძლებბლობის ფარგლებში მეტი უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელებას", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიულ პოლიტიკისა და საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო არ შეცვლის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს.

,,ჩვენი პარტნიორებისგან გვჭირდება მხარდაჭერა, რათა დავარწმუნოთ რუსეთი და შევახსენოთ მას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი შეუქცევადია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის