logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ზუგდიდი ყველა პარამეტრით ვითარდება
ზაზა გაბუნია: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ზუგდიდი ყველა პარამეტრით ვითარდება
22:06 14.05.2019
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ზუგდიდის მერობის კანდიდატ გეგა შენგელიასთან ერთად ფაიფურის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა და მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
ზაზა გაბუნია: „ახლა მოვდივარ ბარამიას ქუჩიდან, სადაც დევნილთათვის მშენებარე კორპუსები მოვინახულე. ამ წლის შემოდგომაზე კიდევ 360 ოჯახი მიიღებს ყველაფრით უზრუნველყოფილ ბინებს და ეს მნიშვნელოვანია.

ასეთი დიდი პროექტების მიუხედავად, სამწუხაროდ მეთოდი რომელსაც ოპონენტი ოპოზიციური ძალა ირჩევს საარჩევნოდ, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აქტიურად გამოყენებული ხერხია და მას ყველაფრის ფასად სიცრუე ქვია.

ასეთი სიცრუე არის მაგალითად ის, რომ თითქოს ზუგდიდი გაჩერებულია და არაფერი კეთდება - არადა, წელს ზუგდიდში ჯამში დაახლოებით 36 კილომეტრის საგზაო სამუშაო შესრულდება, რომელთა ნაწილი დაწყებულია და მიმდინარეობს, ნაწილი ამ თვეში ან მომავალ თვეში დაიწყება და დამტკიცებულია სახელმწიფო პროგრამებით.

მაგალითად ასეთია: თამარ მეფის ქუჩა, ზუგდიდი-ანაკლიას დამაკავშირებელი გზა, თაბუკაშვილის ქუჩა, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა, ზვიად გამსახურდიას ქუჩა, აგვისტოში დაიწყება ბარამიას ქუჩის რეაბილიტაცია, ხელაიას და ჯანაშიას ქუჩების რეაბილიტაცია ასევე აგვისტოში.

დასრულდა საჭადრაკო სკოლის შენობის რეაბილიტაცია. ნომერ მეორე საბავშვო ბაღი სულ მალე დასრულდება. წელს დავასრულებთ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, რომელიც 100 000 მილიონამდე უჯდება ბიუჯეტს.

ასევე იწყება კანალიზაციის ქსელის მოწყობა, რომელიც 2021-ში დასრულდება და მისი ბიუჯეტი დაახლობით 85 მილიონს შეადგენს.

ზუგდიდში გზების დეპარტამენტი წელს დახარჯავს 33 მილიონ ლარს, რეგიონული ფონდი 22 მილიონს, ათობით მილიონს ხარჯავს მუნიციპლური განვითარების ფონდი ზუგდიდის განვითარებისთვის.

ზუგდიდში მხოლოდ სოფლის მხარდაჭრის პროგრამით ხორციელდება 107 პროექტი. და ამ ყველაფრის მერე შეიძლება ვინმემ თავს უფლება მისცეს თქვას რომ ზუგდიდი გაჩერებულია?
ეს არის უპრეცედენტო ციფრები და ზუგდიდისადმი უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულება იმ პროექტების განსახორციელებლად, რაც ხალხს სჭირდება.“

ზაზა გაბუნიას თქმით, ცენტრალური ხელისუფლება სამომავლოდ კიდევ უფრო გაზრდის რეგიონების მხარდაჭერის პოლიტიკას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის