logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი ბრიუსელში გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
დავით ზალკალიანი ბრიუსელში გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
13:42 12.05.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 13-14 მაისს, ბრიუსელში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წელთან დაკავშირებით დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებში.

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის"" მინისტერიალს გაუძღვება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ფედერიკა მოგერინი; მონაწილეობას მიიღებს ასევე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანი. შეხვედრაზე მინისტრები შეაფასებენ 2017 წლის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის"" სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. მსჯელობა ასევე წარიმართება 2020 წლის შემდგომ თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე, რომლებიც ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს, პარტნიორი ქვეყნების ინტერესებისა და ამბიციების შესაბამისად.

ამასთანავე, დაგეგმილია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების და ევროპის საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლების შეხვედრა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. შეხვედრაზე მხარეები ისაუბრებენ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის"" ქვეყნებისთვის ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტებსა და სამომავლო პროექტებზე.

მინისტერილის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

ბრიუსელში, ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანის რუმინეთის თანაორგანიზებით გაიმართება მაღალი დონის კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ღონისძიება დაეთმობა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არსებობის 10 წლის მანძილზე მიღწეული შედეგების შეფასებას და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომდევნო ათწლეულის საერთო ხედვებზე, პერსპექტივებსა და მექანიზმებზე მსჯელობას.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ბრიუსელის "ნატიფი ხელოვნების" სასახლეში იგეგმება საიუბილეო კონცერტი, სადაც მაყურებლების წინაშე წარსდგებიან 6 პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მუსიკალური შემსრულებლები. საქართველოდან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდა პიანისტი პაპუნა შარიქაძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის