logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზალკალიანი დიაპორის წარმომადგენელთა დაჯილდოებაზე: ჩვენ გვაქვს დიასპორასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი ინიციატივა, რომელსაც განვახორციელებთ
ზალკალიანი დიაპორის წარმომადგენელთა დაჯილდოებაზე: ჩვენ გვაქვს დიასპორასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი ინიციატივა, რომელსაც განვახორციელებთ
16:22 11.05.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტის - „ENIGMMA“ ორგანიზებით, „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარების“ 2019 წლის ცერემონია გაიმართა.

„ეს ძალიან ემოციური და ამაღელვებელი საღამო იყო. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი ისტორია იმ ქართველებისგან, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
უკვე მეორე წელია ვახორციელებთ მსგავს ღონისძიებას და და ვფიქრობ, რომ ეს კარგი ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ინიციატივა დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გააქტიურების კუთხით. პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობების კომიტეტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერმინისტრი, საქართველოს მთავრობა ბევრ ახალ ინიციატივას გეგმავს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვან წილად წაადგება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საზღვარგარეთ“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ქართული დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ.

„დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარების“ ცერემონიაზე, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა, მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ: მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გრიგოლიას, ლ’აკვილას უნივერსიტეტის ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორ ზურაბ ბერეჟიანი. კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ თურქეთში მოღვაწე იბერია ოზქან (მელაშვილს), საფრანგეთში მოღვაწე ქორეოგრაფ ზურაბ ცუცქირიძესა და ნიდერლანდების სამეფოში „ქართული კულტურის ცენტრის“ დამაარსებელ თინათინ სვანიძე-ვენკოს. სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო დალი უბილავა-დე გრააფს გადაეცა. საქველმოქმედო საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ ლიანა საჯაია-გოგრიჭიანი და თინათინ ჩალათაშვილი. ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის კი დიდ ბრიტანეთში მოღვაწე სპორტსმენი ლევან გოგინაშვილი დაჯილდოვდა.

ღონისძიებაზე ქართული დიასპორის გარდა აღინიშნა საქართველოს უცხოელი მეგობრის ღვაწლიც.

ჯილოდები გადაეცათ ქართველოლოგებს ჰაინალკა ბაბირაქისა და ლუიჯი მაგაროტოს, რომლებიც ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და მთარგმნელობით საქმიანობას ეწევიან.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა