დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და იმ საოლქო და საუბნო საარჩევნო
კომისიების წევრებმა, სადაც 19 მაისს რიგგარეშე/შუალედური არჩევნები იმართება, ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი.
დოკუმენტზე ხელის მოწერით საარჩევნო კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები; იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ გამჭვირვალედ; უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს.
საერთო ჯამში დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერეს ცესკოს, 12 საოლქო და 410 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა.