logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
თეა წულუკიანი საფრანგეთის შს მინისტრს შეხვდა
თეა წულუკიანი საფრანგეთის შს მინისტრს შეხვდა
13:26 10.05.2019
"საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს საფრანგეთის შს სამინისტროსთან იმისათვის, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მონაპოვარს - ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას - საფრთხე არ შეექმნას", - ამის შესახებ თეა წულუკიანმა კრისტოფ კასტანერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზედაც მხარეებმა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

"შეხვედრა წარიმართა ორმხრივი თანამშრომლობის საუკეთესო ფორმატში. საფრანგეთის შს მინისტრმა აღნიშნა, რომ შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ერთობლივი წარმატება, რომ საფრანგეთი პატივს სცემს და უფრთხილდება საქართველოს ევროპულ არჩევანს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კანონმორჩილმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ უვიზოდ მოგზაურობა შენგენის ზონაში, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთობლივად ვებრძოლოთ ქართველთა მიერ ჩადენილ ორგანიზებულ დანაშაულს საფრანგეთში, რომელთა რაოდენობა ბოლო სამი წლის მანძილზე, პრაქტიკულად, გაორმაგებულია. ეს კი საფრანგეთის მოქალაქეებს თავიანთ ქვეყანაში უქმნის საფრთხის განცდას", - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა:
"ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ უფრო ინტენსიურად გავცვლით მონაცემებს, მათ შორის პასპორტების შესახებ, რათა საფრანგეთის მთავრობამ შეძლოს ინფორმაციის მიღება, ხომ არ აქვს საქართველოს მოქალაქეს გვარი შეცვლილი, ან ხომ არ ჩაუდენია კანონდარღვევა შენგენის სივრცეში; შევთანხმდით, რომ დანაშაულის პრევენციის მიზნით უფრო მკაფიო და მკაცრი ნორმები არსებობდეს, როცა საქმე ეხება პრობაციონერთა გამგზავრებას ევროპაში. საუბარი შეეხო იმასაც, როგორ უნდა მოხდეს ავტომატიზებული საშუალებებით ინფორმაციის ეფექტური გაცვლა", - თქვა მან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უკვე გადადგა ნაბიჯები იმისათვის, რომ ევროპასთან უვიზო მიმისვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას. კერძოდ

  • იუსტიციის მინისტრი საჯარო და სატელევიზიო გამოსვლებში ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს დასაქმებას ან თავშესაფრის მოთხოვნას ევროკავშირის ქვეყნებში და ასეთი ქმედება საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავარ მონაპოვარს - უვიზო მიმოსვლას ევროპის ქვეყნებთან.
  • ყველა საქართველოს მოქალაქე 2015 წლიდან - დღემდე, პასორტისა და პირადბის მოწმობის აღებისას იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სამინისტროსგან იღებს სპეციალურ ბროშურას, სადაც დეტალურადაა განმარტებული, თუ როგორია უვიზო მიმოსვლის წესები;
  • იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ შექმნა სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომელიც ეხმარება მოქალაქეს აკონტროლოს, თუ რამდენი დღე გაატარა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ, რათა არ დაარღვიოს ევროკავშირში კანონიერად ყოფნის წესები (აღნიშნული აპლიკაცია შემქნის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა).
  • იუსტიციის სამინისტრო ამ წლების განმავლობაში ყველა შესაძლო შემთხვევას იყენებს მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, მათ შორისაა პირისპირ შეხვედრები როგორც დედქალაქში, ასევე საზოგადოებრივ ცენტრებში რეგიონის მოსახლეობასთან. ისეთ ეროვნულ დღესასწაულზე როგორიცაა 26 მაისი, უკვე წლებია იუსტიციის სამინისტრო ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებლად ინსტალაციებსა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს იყენებს. ამჯერადაც, 2019 წლის 26 მაისს, რომლის მთავარი თემაა "გააზიარე ცოდნა" იუსტიციის სამინისტრო გორში უმასპინძლებს სადღესასწაულო ღონისძიებებს და გეგმავს სპეციალური, მასშტაბური პავილიონის აგებას (თვითმფრინავის, მოცდის დარბაზის, საპასპორტო კონტროლის და სხვა ინსტალაციების გამოყენებით), რომლის მთავარი თემაა "გააზიარე ცოდნა ევროპაში უვიზო მიმოსვწლის წესების შესახებ".



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის