logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ბაქოში იმყოფებოდნენ
საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ბაქოში იმყოფებოდნენ
12:11 10.05.2019
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები მახირ დარზიევი, გელა სამხარაული და რამაზ ნიკოლაიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად ძიძიგურის ხელმძღვანელობით 7-9 მაისს საპასუხო სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ქ. ბაქოს. საქართველოს პარლამენტის წევრები აზერბაიჯანში მიიწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფის ხელმძღვანელმა აფლატუნ ამაშევმა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა დიასპორის საკითხებზე მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან ფუად მურადოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან რამიზ ჰასანოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის ვიცე სპიკერთან ზიაფატ ასგაროვთან, მილი მეჯლისში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის ხელმძღვანელთან აფლატუნ ამაშევთან და ჯგუფის სხვა წევრებთან.

ვიზიტის მიწურულს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან ჰიკმატ ჰაჯიევთან. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის არსებულ დინამიკასა და განვითარების პერსპექტივებზე, ასევე ყურადღება გაამახვილეს ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე დ აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამგვარი ურთიერთობების შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, აღნიშნეს საპარლამენტთაშორისო კავშირების და მუშაობის გააქტიურების აუცილებლობა და განიხილეს ეკონომიკური, სოციალური და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებით როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო ერთობლივი პროექტები.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მოინახულა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის საფლავი და შეჰიდთა ხეივანი, სადაც პატივი მიაგეს პრეზიდენტის და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი დაღუპული გმირების ხსოვნას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის