logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი შენგელია: ქალბატონ სანდრას კიდევ ერთხელ ვთავაზობ დებატებს
გიორგი შენგელია: ქალბატონ სანდრას კიდევ ერთხელ ვთავაზობ დებატებს
09:32 10.05.2019
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, მის ოპონენტს ,,ნაციონალური მოძრაობიდან", სანდრა რულოვსს, საზოგადოებრივ მაუწყებელში ნეიტრალურ ფორმატში დებატებს სთავაზობს, სადაც ყველა ნაციონალური ტელევიზიის ჟურნალისტს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს.

გიორგი შენგელიამ სანდრა რულოვსი, ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში დებატებში ორი დღის წინ გამოიწვია, თუმცა ის დებატებს არ თანხმდება და კანდიდატთან შეხვედრა განმუხურის ამფითეატრში სურს, სადაც შეხვედრა მისი და შენგელიას მხარდამჭერებთან ერთად მოხდება. რასაც "ქართული ოცნების" კანდიდატი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ზუგდიდელების დაპირისპირებას არ დაუშვებს.

,,ორდღიანი ფიქრის შემდეგ, ქალბატონმა სანდრამ გადაწყვიტა რიგით მოქალაქეებს ამოფარებოდა. ჯერ ტელეკომპანია იმედის ეთერში უარი განაცხადა ჩემთან ერთად ჩართვაზე, ხოლო შემდეგ მე მას შევთავაზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატები, თუმცა ნათლად გამოჩნდა, რომ ჩემი ოპონენტი გაურბის ჩემთან პირისპირ საქმიან დისკუსიას და ზუგდიდის მომავალზე კონკრეტულ საუბარს. ისინი ცდილობენ ხალხის დაპირისპირებას.

მე ზუგდიდელებს ერთმანეთს არ დავაპირისპირებ! მე ამ მიზნით არ შემითავაზებია დებატები. ჩემი მიზანი იყო, ზუგდიდელებს მოესმინათ ჩვენი კონკრეტული გეგმების შესახებ.

მე დავიბადე, გავიზარდე ზუგდიდში და არ დავუშვებ აქ არეულობას. მე ყველას მერი ვიქნები. მათ უნდათ რევანში, ჩვენ - მშვიდობა და ხალხის კეთილდღეობა.

პოლიტიკური წინასაარჩევნო დებატი უნდა იყოს საქმიანი და მას აქვს თავისი ფორმა - ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში. მათ შორის ჰოლანდიაშიც და ასეა საქართველოშიც. მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ცირკში მონაწილეობას და მითუმეტეს ამ ცირკში რიგითი ზუგდიდელების გამოყენებას.

რა თქმა უნდა, თანახმა ვარ მოვიწვიოთ ყველა ტელევიზიის ჟურნალისტი. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანხმობის შემთხევაში, შეგვიძლია მოვნახოთ მაქსიმალურად ნეიტრალური ფორმატი, სადაც ყველა ტელევიზიის ჟურნალისტს შეეძლება კითხვების დასმა. ეს იქნება მნიშვნელოვანი ზუგდიდელების და საერთო ეროვნულ დონეზე დააყენებს ჩვენი, როგორც კანდიდატების პასუხისმგებლობას ზუგდიდელების წინაშე.

ქალბატონ სანდრას კიდევ ერთხელ ვთავაზობ დებატებს და ნუ გაექცევა კონკრეტულ საკითხებზე და გამოწვევებზე საუბარს, რაც ზუგდიდელებს რეალურად აინტერესებთ", - აცხადებს გიორგი შენგელია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა