logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ევროპის დღეების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფროსკლასელებსა და სტუდენტებს შეხვდა
ევროპის დღეების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფროსკლასელებსა და სტუდენტებს შეხვდა
18:26 08.05.2019
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამართული სემინარის - „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში.

მინისტრმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყანაში ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში. „დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი სემინარის ფარგლებში თქვენ შეიტყობთ უფრო მეტს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობების, ასევე ევროპული ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მიღებული ცოდნა და უნარები კი საშუალებას მოგცემთ კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმოთ და განახორციელოთ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.“-განაცხადა მინისტრმა

ღონისძიების ფარგლებში დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე, მათ შორის ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან მაღალი დონის უპრეცედენტო ფორმატებზე, რაც საქართველოს გააჩნია. ამასთან ზალკალიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის განვითარება ისეთ სფეროებში როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და კავშირგაბმულობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მყარი გარანტი “ამის თქმის საფუძველს იძლევა ის კონკრეტული სარგებელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ევროპული ინტეგრაციის პროცესისგან მიიღო.“-განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება ასევე გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო და ხაზი გაუსვა აღნიშნული გამოწვევების დაძლევის გზაზე ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას.

სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას, საქართველოს გაეროს ასოციაციასა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის მხარდაჭერისთვის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

ორდღიანი სემინარი: „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს (EU NEIGHBOURS east)“ პროექტთან თანამშრომლობით ხორციელდება.

სემინარი ევროპის დღეების ფარგლებში იმართება, სადაც მონაწილეობენ უფროსკლასელები და სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი სემინარის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰერცელმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და USAID-ის წარმომადგენელმა.

სემინარის მიზანია ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მნიშვნელოვანია, რომ სემინარზე მიღებულ პრაქტიკულ ცოდნას მონაწილეები გამოყენებენ დაგეგმილ პროექტებში, რაც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები ევროპული ინტეგრაციის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა