logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა  „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
დავით ზალკალიანმა „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
17:20 06.05.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა.


შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე „ვიშეგრადის ოთხეულის“, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში, იოჰანეს ჰანმა და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალურმა მდივანმა ჰელგა შმიდმა.


შეხვედრაზე მინისტრებმა იმსჯელეს ევროკავშირსა და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე, ისევე როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის შედეგებსა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე, რაც მონაწილეთა შეფასებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „აღმოსავლეთ პარტნიორობის’ 10 წლის იუბილეს გათვალისწინებით. ხაზგასმით აღინიშნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განზომილების სტრატეგიული მნიშვნელობა. ფორმატის შემდგომი განვითარების კონტექსტში ხაზი გაესვა, ინკლუზიურობასთან ერთად, დიფერენციაციისა და „მეტი მეტისთვის" პრინციპების განმტკიცების აუცილებლობას.


„აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამომავლო პერსპექტივების გარდა, მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის რეგიონული უსაფრთხოება; ეკონომიკური განვითარება და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება.


საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ფორმატში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის და წარმოადგინა ხედვა 2020 წლის შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით. მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს და აღნიშნა მთავრობის სრული მზადყოფნა, გადადგას შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკავშირთან მეტი დაახლოების მიზნით. ამ კუთხით მან ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის მექანიზმების, ასევე ასოცირების შეთანხმების მიღმა არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. მინისტრმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ მხრივ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების როლზე. დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმების გეგმაზე, რაც მიზნად ისახავს თავისუფალ, სამართლიან და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას და ორიენტირებულია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სატრანზიტო კავშირების განვითარებას, ამ მხრივ ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მნიშვნელოვან როლს, რაც აისახა კიდეც ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ საინვესტიციო გეგმაში. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის მნიშვნელობას და იმ ცალკეულ პროექტებს, რასაც საქართველო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს კასპიის ზღვა - შავი ზღვის დამაკავშირებელი სატრანზიტო ხაზის განვითარებისთვის.


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან უსაფრთხოების უმაღლესი დონის დიალოგზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და შავი ზღვის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი რგოლის მნიშვნელობაზე. მინისტერიალის მონაწილეებს დავით ზალკალიანმა ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარების, ადამიანის უფლებათა დარღვევის, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. აღნიშნა ევროკავშირის როლის მნიშვნელობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ადგილზე ვითარების მონიტორინგის გზით.


„ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება წელიწადში ერთხელ, ვიშეგრადის ჯგუფის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ორგანიზებით. აღნიშნული შეხვედრები ტარდება „ვიშეგრადის ოთხეულის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში (V4+EaP), რომელიც 2011 წელს იქნა ინიცირებული ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების მთავრობების მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის