logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ჩვენ ვართ ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის თვალსაზრისით და ეს მიღწევები აღიარებულია
დავით ზალკალიანი: ჩვენ ვართ ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის თვალსაზრისით და ეს მიღწევები აღიარებულია
16:55 06.05.2019
„საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში და ის მიღწევები, რაც ჩვენმა ქვეყანამ ამ ათი წლის განმავლობაში აჩვენა აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქ.ბრატისლავაში ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრატისლავაში ჩატარებული შეხვედრა და V4+EaP ფორმატი კარგი შესაძლებლობაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავზე ვიმსჯელოთ განვლილი გზის და სამომავალო გეგმების შესახებ. მისივე განცხადებით, ვიშეგრადის სახელმწიფოები მკაფიოდ უჭერენ მხარს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანს, რაც პრაქტიკული თვალსაზრისითაც გამოიხატება. „დღევანდელი შეხვედრის ფორმატი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ 10 წლისთავზე ვისაუბროთ იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს წარმატება აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ვიშეგრადის ქვეყნები გახლავთ ის ქვეყნები ევროკავშირის წვერი სახელმწიფოებიდან, ვინც განსაკუთრებულად, მკაფიოდ აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ ინსტიტუციებში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ჩვენ მადლიერი ვართ ამ მხარდაჭერისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ერთგვარად არის მოსამზადებელი „აღმოსვალეთ პარტნიორობის მინისტერიალისთვის“, გულწრფელად ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რაც საქართველოს აქვს, როგორც ფუნქციური ინტეგრაციის, ისე ხალხთაშორისი კონტაქტების თვალსაზრისით. პოზიტიურად შეფასდა საქართველოს განვლილი გზა, ჩვენ ვართ ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის თვალსაზრისით, არსებული ხელშესახები შედეგები მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს მომავალშიც უნდა ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რომელსაც იგრძნობს ქვეყნის თითოეული მოქალაქე და რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ინტეგრაციულ პროცესს“- განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული დოკუმენტი - ROADMAP2EU, იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნის მეტი ფუნცქიური და ფიზიკური ინტეგრაციისთვის ევროკავშირში, რაც საქართველოს მოამზადებს მისი საბოლოო მიზნის - ევროკავშირში წევრობისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე „ვიშეგრადის ოთხეულის“, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში, იოჰანეს ჰანმა და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალურმა მდივანმა ჰელგა შმიდმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის