logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გია ვოლსკი: მარტო სკოლების აღდგენა რესტავრაცია და კომპიუტერიზაციაში აქვს დახარჯული ”ქართუ ფონდს“ 100 მილიონამდე
გია ვოლსკი: მარტო სკოლების აღდგენა რესტავრაცია და კომპიუტერიზაციაში აქვს დახარჯული ”ქართუ ფონდს“ 100 მილიონამდე
15:24 06.05.2019
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით ახალგაზრდების მიერ მოწყობილ აქციას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

„ყოველგვარი „პოლიტიკური კუთვნილების გარეშე:

ქუჩის აქციები არც საქართველოსათვის არაა უცხო და არც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის. ეს ცალკე თემაა. გარკვეული მიზეზეზების გამო, ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო გასულ შაბათს ჩატარებული ეგრეთწოდებული „აქცია პერფორმანსი“, როდესაც ახალგაზრდების ჯგუფი ბიძინა ივანიშვილისაგან ითხოვდა ხის შესყიდვას, რათა სტატუსშეჩერებული სტუდენტები დააფინანსონ.

აქციის მცირე მასშტაბს ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა. არც იმას, რომ სოციალური ფონი ჩვენი თანამედროვე პოლიტიკური აქტივობების სამწუხარო მახასიათებელია. კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აქციას „განათლების დიდი მოამაგე“ სააკაშვილი ატარებს და ამჯერად გიორგი სიგუას „კრეატიული ნიჭის“ წყალობით ცდილობს თავის შეხსენებას.

„იყიდოს, წაიღოს. ჩაეხუტოს, რაც უნდა ის უქნას...“, ვფიქრობ სამართლიანობის მაძიებელმა ახალგაზრდამ ასე არ უნდა ილაპარაკოს, მათ გასაგონად ვამბობ თორებ სიგუას აღარაფერი ეშველება. არც ის ადამიანები დარჩენილან გაწბილებულები, ვისგანაც აქამდე ხეები იქნა შესყიდული და არც ქვეყანა სადაც ბიძინა ივანიშვილმა არაერთი უნიკალური ბაღი გააშენა, გრძელი სიაა. ბევრჯერ ითქვა, კიდევ ვიტყვი ახალგაზრდების გასაგონად: არაერთი ასეთი სია შეიძლება გაკეთდეს ქველმოქმდების, ისტორიული ძეგლების, კულტურის ცენტრების აღდგენის, შენების, დასაქმების მიმართულებებით.

მარტო სკოლების აღდგენა რესტავრაცია და კომპიუტერიზაციაში აქვს დახარჯული ”ქართუ ფონდს“ 100 მილიონამდე. მისი დაფინანსებით სწავლობს ათეულობით სტუდენტი აშშ - ში, ევროპაში.

კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული ბიბლიოთეკა, ბოტანიკის ინსტიტუტი, არაერთი მუზეუმი და საგანმანათლებლო ცენტრი - ეს უკვე შემდგარი პროექტებია. თბილისის და ქუთაისის ტექნოლოგიური ინსტიტუტებიც სულ მალე მოემსახურებიან ჩვენი ახალგაზრდების (და არამარტო) განათლებას და ქვეყანის განვითარების საქმეს.

ერთი მომწეროს ვინმემ - რა დააშავა?!

დარწმუნებული ვარ განათლების სამინისტროსაც ბევრი აქვს სათქმელი ზოგადად სტუდენტების და მათ შორის შეჭირვებული ოჯახებიდან გამოსულთა დახმარების, საზღვარგარეთ სწავლების, ტექნიკური განათლების სისტემის გაფართოების, ცოდნის ხარისხის ამაღლების პროექტებზე... პრობლემებზეც“-წერს გია ვოლსკი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის