logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: ის, რომ ჩრდილოელმა მეზობელმა ვერ შეძლო, შეეცვალა საქართველოსათვის ევროპული გზა, ეს ჩვენი გამარჯვება და მისი დამარცხებაა!
სალომე ზურაბიშვილი: ის, რომ ჩრდილოელმა მეზობელმა ვერ შეძლო, შეეცვალა საქართველოსათვის ევროპული გზა, ეს ჩვენი გამარჯვება და მისი დამარცხებაა!
18:23 05.05.2019
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პრემიერთან და თბილისის მერთან ერთად, რიყის პარკში საქართველოს მოსახლეობასა და დედაქალაქის სტუმრებს ,,ევროპის დღეები - 2019“ მიულოცა და აღნიშნა, რომ ასე ახლოს საქართველო ევროპასთან არასოდეს ყოფილა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს და ევროპის დაახლოების გზა საკმაოდ გრძელი და სიძნელეებით სავსე იყო. ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ, საქართველოს მეფეებმა და ელჩებმა დაიწყეს ევროპისკენ სვლა და ცდილობდნენ მიეღოთ მისგან ის დახმარება, რომელიც იმდროინდელ, ქრისტიანობისათვის მებრძოლ საქართველოს სჭირდებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში, ევროპელი მოგზაურების სრული ანთოლოგია გამოიცემა, რომლებმაც მრავალი საუკუნის წინ ძალიან საინტერესოდ ასახეს ჩვენი ქვეყანა.

მაგრამ პრეზიდენტის თქმით, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო პერიოდი, როცა საქართველოს ჩაუკეტეს ევროპის გზა და იზოლაციაში მოაქციეს.

,,ამის მიუხედავად, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა ევროპული კულტურული კავშირები, სწრაფვა ევროპისაკენ და ევროპული ოცნება. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მამები ევროპელები იყვნენ. მათ იცოდნენ, რომ საქართველოს გზა იყო ევროპის გზა, ამიტომ, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ მეორედ აღადგინა დამოუკიდებლობა, ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს ბუნებრივ გზას ევროპისკენ. ეს გზა რთული აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ წინ.

15 წლის წინ, როცა საქართველოში საფრანგეთის ელჩად ჩამოვედი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე სწარაფად გავივლიდით ამ გზას. ეს არ არის მარტივი, მაგრამ 15 წელში სამეზობლო პროგრამიდან პარტნიორობაზე გადავედით, პარტნიორობიდან - ასოცირებაზე, ასოცირებამ მოგვიტანა ვიზალიბერალიზაცია და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა. ეს დიდი მიღწევაა! ჩვენ ეს შევძელით, რადგან ჩვენი მოსახლეობა და ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სხვა ალტერნატივა და სხვა პერსპექტივა საქართველოს არ გააჩნია! საქართველოს მოსახლეობა არ ცვლის თავის ევროპულ განწყობას და ადასტურებს, რომ მისი გზა ევროპული გზაა. ეს გზა ჯერ კიდევ გასავლელია, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ის, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისა და მის მიერ დაწყებული ომის მიუხედავად, ჩვენ შევძელით არ შეგვეცვალა ევროპული გეზი და ალბათ, ჩრდილოელი მეზობლის მოტივაცია იყო საქართველოსათვის რამენაირად შეეცვლევინებინა მის მიერ არჩეული, ევროპული გზა. და ის, რომ მან ეს ვერ შეძლო და ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით, ეს ჩვენი გამარჯვება და მისი დამარცხებაა! ამ გზაზე ჩვენ წინ მივდივართ! ევროპისა და ევროკავშირის ქვეყნების მთავარი მონაპოვარია, რომ ევროკავშირის შექმნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე ომი აღარ ყოფილა. ჩვენი მისწრაფებაა - მეტი უსაფრთხოება, მეტი განვითარება, მეტი ეკონომიკური წინსვლა, მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა