logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი მეზურნიშვილი: უტიფრობაა, რომ ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილი და გიორგი სიგუა ასწავლიან საით უნდა მიმართოს საკუთარი სახსრები
ირაკლი მეზურნიშვილი: უტიფრობაა, რომ ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილი და გიორგი სიგუა ასწავლიან საით უნდა მიმართოს საკუთარი სახსრები
17:58 04.05.2019
კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი მეზურნიშვილი, სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის სიუჟეტთან დაკავშირბით განცხადებას აქვეყნებს.

"ნაციონალური მოძრაობისა და რუსთავი 2-ის უკუღმაუწყებლობა სწორედ იმის გამო აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს, რაშიც ყველაზე დიდი ქველმოქმედება აქვს გაწეული.

განათლების სისტემისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე იმაზე ასჯერ და შეიძლება ათასჯერ მეტი თანხა აქვს დახარჯული, ვიდრე ერთად აღებულ ყველა კერძო პირს და კომპანიას ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში.

თსუ-ს პირველი კორპუსის რესტავრაცია (16 958 000);
ფრანგული სკოლის მშენებლობა (21 787 000);
თბილისის კონსერვატორიის რესტავრაცია (1 524 000);
ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის რესტავრაცია (4 123 000);
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტუდენტური პროექტების დაფინანსება (4 812 385);

ჯამში უკანასკნელ პერიოდში მხოლოდ ამ პროექტებზე 50 მილიონ ლარამდე.

უტიფრობაა, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ათეულობით მილიონი ლარი დახარჯა და ხარჯავს განათლების სფეროში ქველმოქმედებაზე, მიხეილ სააკაშვილი და გიორგი სიგუა ასწავლიან საით უნდა მიმართოს საკუთარი სახსრები და მათ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეთა პირით ამისთვის თანხებსაც კი სთხოვენ.

ყველასათვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას, რომლებსაც უდიდესი გავლენა ექნება ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებაზე. პირველ მათგანზე უკვე გამოყოფილია 25 მილიონი ლარი, ჯამში კი 500 მილიონი ევრო დაიხარჯება. ხოლო თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობაზე უკვე გამოყოფილია 5 მილიონი ლარი, ჯამში კი მისი ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს.

აღნიშნული პროექტების საბოლოოდ განხორციელების შემდეგ, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ საგანმანათლებლო ცენტრად იქცევა", - წერს ირაკლი მეზურნიშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა