logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის წევრობით  საქართველო ევროპულ თანამეგობრობას კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი - განათლების მიმართულებით უერთდება
არჩილ თალაკვაძე: განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის წევრობით საქართველო ევროპულ თანამეგობრობას კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი - განათლების მიმართულებით უერთდება
15:27 03.05.2019
"განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის წევრობით საქართველო ევროპულ თანამეგობრობას კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი - განათლების მიმართულებით უერთდება", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ევროპულ ასოციაციაში წევრობას.

"ეს ისტორიული მნიშვნელობის გამარჯვება და უდიდესი წარმატებაა, რაც ევროპელ ლიდერებთან პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიზანმიმართულ, დაუღალავ მუშაობას მოჰყვა, რათა ხორცი შესხმოდა ამ ეროვნულ იდეას, რომლის ფარგლებში ბიუჯეტის 25% განათლებაზე დაიხარჯება. ეს ნიშნავს, რომ ევროპა აღიარებს საქართველოს ავტორიზებული სასწავლებლებისა და აკრედიტებული პროგრამების კვალიფიკაციებს, დიპლომებს, ანუ, ქართული განათლების ევროპულ ხარისხს. ამავე დროს ეს ნიშნავს, რომ საქართველო იბრუნებს საგანმანათლებლო კერისა და ცენტრის სტატუსს რეგიონში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის წევრობა იმის დასტურია, რომ განათლების რეფორმამ სწორი სტარტი აიღო.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს განათლების სისტემა ხარისხზე აქცენტით იწყებს. განსაკუთრებით გაიზრდება უნივერსიტეტების დაფინანსება, რათა მათ დააკმაყოფილონ ENQA-ს სტანდარტი" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის განათლების ხარისხის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) წევრობას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისტორიული უწოდა.

"საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები იქნება აღიარებული და ვალიდური ევროკავშირში, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ENQA-ში გაწევრიანებით საქართველომ ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების სტანდარტი იყოს ძალიან მაღალი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა