logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
კომიტეტების თავმჯდომარეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოსვლა შეაფასეს
კომიტეტების თავმჯდომარეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოსვლა შეაფასეს
22:08 02.05.2019
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ხაზი გაუსვა „მინისტრის საათის“ პრაქტიკის დანერგვას და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძალიან კარგი პრაქტიკაა „მინისტრის საათი“, ჩვენ არა მხოლოდ ვეცნობით ქვეყანაში ამა თუ იმ მიმართულებით არსებულ ინფორმაციას, არამედ მეტ-ნაკლებად ხდება ლუსტრაცია, თუ ვინ რა პოლიტიკური დამოკიდებულებით უყურებს ქვეყნისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან საკითხებს“.



ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ძალიან კარგი ფაქტია ეროვნული უშიშროების საბჭოს ჩამოყალიბება. მან შინაგან საქმეთა მინისტრს შესთავაზა ამ ფორმატში შეიქმნას პოლიტიკური არაფორმალური ფორუმი, სადაც დროულად და მყისიერად მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას და ოპოზიციასთან ერთად არაფორმალურ გარემოში იმსჯელებენ საერთო ეროვნული ინტერესების დაცვის თაობაზე.



ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ დადებითად შეაფასა მინისტრის გამოსვლა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები. „დღეს სისტემური გარდაქმნების შესახებ მოვისმინეთ, რომელიც მიმდინარეობს და ხელშესახები შედეგები გვაქვს პირველ რიგში ადამიანის უფლებების მიმართულებით. კერძოდ, ადამიანის უფლებათა კუთხით ეს არის ოჯახური ძალადობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, მათი გამოძიება. მოვისმინეთ დღეს, რომ ფემიციდის რაოდენობა არის ძალიან შემცირებული და ეს იმ კონკრეტული ცვლილებების დამსახურებაა, რომელიც შსს-ში მიმდინარეობს. თავისით ასეთი რამეები ნამდვილად არ ხდება“. სოფიო კილაძის შეფასებით, „გაკეთებული არასოდეს არ არის საკმარისი და არ ვამბობთ, რომ ყველაფერი გაკეთებულია“.



ის ასევე შეეხო პანკისის თემას და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ამ საკითხს ოპოზიციონერები პოლიტიკურ კონტექსტში იყენებენ „ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, რომ ჩვენს ქვეყანას არ მივაყენოთ გამოუსწორებელი ზიანი“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.



განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა დღევანდელი დებატების პოლიტიკური შეფასებებისგან თავი შეიკავა და იმ ერთობლივ ინიციატივებზე ისაუბრა რაც შსს-სთან ერთად განახორციელეს. მისი თქმით, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა როგორც განათლების უწყებასთან, ასევე იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სკოლის უსაფრთხოების რეფორმასთან დაკავშირებით. მან რამდენიმე ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის სკოლის უსაფრთხოების საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მომზადდა უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში შსს-სთან ინტენსიური დიალოგით, მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები და დღეს სკოლებში მანდატურის სამსახურის თვალსაზრისით გადადგმულია არა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ესაა მანდატურის რეგიონალური სამსხურების გაძლიერება, ასევე მათი ფინანსური ანაზღაურების გაზრდა. ჩამოყალიბდა თანამშრომლობის ახალი მოდელი მანდატურის სამსხურსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის. მისი თქმით, კონკრეტული შედეგია ასევე ვიდეომონიტორინგის გაუმჯობესება. დაიხვეწა აკადემიური და პროფესიული მომზადების კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხდება სკოლებში მანდატურების შერჩევა. ასევე ახალი რეფორმის შედეგია პოლიციის აკადემიის რეფორმა რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა, რომ პროფესიული მზადების მასშტაბები იყოს გაცილებით ფართო. „კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელზეც სამინისტრო მუშაობს, არის ცივ იარაღზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არასრულწლოვანებში. ეს არის მოზარდებში როგორც კონფლიქტის ასევე დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც ველოდებით, რომ შემოვა პარლამენტში განსახილველად“, განაცხადა მარიამ ჯაშმა, რომელმაც დადებითი დამოკიდებულება გამოხატა ახალი რეგლამენტის ფარგლებში „მინისტრის საათის“ ინიციატივის დამკვიდრების თაობაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის