logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
თინა ბოკუჩავა უტიფარი სიცრუით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს-„ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ განცხადებას ავრცელებს
თინა ბოკუჩავა უტიფარი სიცრუით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს-„ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ განცხადებას ავრცელებს
21:52 02.05.2019
ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ ახალქალაქში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების მიერ "მართულ პროვოკაციულ პროცესებს, რომელიც გასულ წლის 29 ოქტომბერს განვითარდა", სპეციალური განცხადებოთ ეხმაურება:

"როგორც ჩანს, ქალბატონი თინათინ ბოკუჩავა, კიდევ ერთხელ ცდილობს უტიფარი სიცრუის ტირაჟირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მაშინ, როცა იგი ახალქალაქის ინციდენტზე საუბრობს და სრულიად გაურკვეველ ბრალდებებს უყენებს ახალქალაქის მაჟორიტარს, ბატონ ენზელ მკოიანს.

გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი საარჩევნო შტაბის მიერ კარგად დაგეგმილ პროვოკაციასთან, რომელიც ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო და არჩევნების მეორე დღეს, 29 ოქტომბერს გაგრძელდა. გვიან ღამით, გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრები და მხარდამჭერები ჯერ ჩვენი ფრაქციის წევრის, ენზელ მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურებთან მივიდნენ, თანამშრომლებს უმძიმესი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ, ხოლო შემდეგ, უტიფრად ჩამოხიეს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი საარჩევნო პლაკატები.

მოგვიანებით, იგივე ავტომობილით, იგივე პირები უკვე სალომე ზურაბიშვილის ადგილობრივ საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს, შეიჭრნენ ოფისში და აივნიდან ჩამოხსნეს და გაანადგურეს სალომე ზურაბიშვილის ცენტრალური ბანერი. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არსებობს როგორც ერთი, ისე მეორე თავდასხმის ამსახველი აუდიო და ვიდეომასალა, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებითაც არაერთხელ გავრცელდა.

მეორე დღეს, 30 ოქტომბერს, ამ მოვლენებს მოჰყვა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, რის პასუხადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისგან მათ კიდევ უფრო მძიმე შეურაცხყოფა მიიღეს, როგორც ენზელ მკოიანისა და მისი ოჯახის, ასევე სალომე ზურაბიშვილისა და მთლიანად, „ქართული ოცნების“ მიმართ, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება.

„ქართული ოცნება- რეგიონების განვითარებისთვის“ ფრაქციის წევრები კიდევ ერთხელ ვგმობთ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ ქმედებებს და ქალბატონ ბოკუჩავას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება. ხოლო შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მოვუწოდებთ, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული პროვოკაცია და მოახდინონ პრინციპული რეაგირება ამ სისხლიან გარჩევებზე, რომელიც ახალქალაქში სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა მხარდამჭერებმა დაატრიალეს"-ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის