logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ზვიად ძიძიგური ჩეხეთის სენატის დელეგაციას შეხვდა
ზვიად ძიძიგური ჩეხეთის სენატის დელეგაციას შეხვდა
21:43 02.05.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებს შეხვდა, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ვიცე-პრეზიდენტი, მილან სტეჩი ხელმძღვანელობს.

შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო გოგუაძე და მეგობრობის ჯგუფის წევრები გიორგი ხატიძე და დავით სონღულაშვილი ესწრებოდნენ.



მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველო-ჩეხეთის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ურთიერთობები.



სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემდგომი პერსპექტივით და მზადყოფნა გამოთქვეს სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების, სავაჭრო მოცულობის გაზრდის და ინვესტორების დაინტერესების მიმართულებით ჩაერთონ როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის მთავარი წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენლები.



შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულად მაღალი დონე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის როლი ამ პროცესში.



„ჩვენ, ისევე როგორც ჩეხეთის რესპუბლიკა, ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და აქედან გამომდინარე, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ მთავრობას სხვადასხვა მიმართულებით. ეს პოლიტიკური ურთიერთობები, რაც ჩვენს პარლამენტებს შორის არის, შესაძლებელს ხდის ამის მატერიალიზებას და ორი ქვეყნის მთავრობების ურთიერთობების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.



მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.



„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო სენატის ვიცე-პრეზიდენტთან, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან. მიმდინარე წლის ივნისის თვეში ჩეხეთში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტია დაგეგმილი. ვფიქრობ, ასეთი მაღალი დონის ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ძალიან წაადგება“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის