logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი წარადგინა
მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი წარადგინა
11:18 02.05.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი წარადგინა.

როგორც მთავრობის მეთაურმა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის წარდგენისას განაცხადა, საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად ხელშესახები პროგრესის მიღწევაში დევიდ მორისონს დიდი წვლილი აქვს შეტანილი და უკვე 10 წელზე მეტია ამ მიმართულებით მუშაობს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, დევიდ მორისონი გარემოსდაცვით საზოგადოებაში ძალიან ცნობილი ადამიანია, რომელიც წლების განმავლობაში კავკასიის ბუნების ფონდს ხელმძღვანელობდა.

„ამასთან ერთად, დევიდ მორისონი არის საკმაოდ ცნობადი სახე გარემოსდაცვითი საქმიანობით დაკავებული საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დევიდი ითანამშრომლებს ყველასთან - სამთავრობო უწყებებთან, საქართველოს პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავებული არიან გარემოსდაცვითი საქმიანობით" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახალი ინსტიტუტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის პრინციპულ მნიშვნელობას ქვეყნისა და მომავალი თაობებისთვის და საზოგადოებას მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.

„მწვანე ეკონომიკას და მდგრად განვითარებას საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს და ეს არის გზა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაციისკენ, სიღარიბესთან ეფექტური ბრძოლისა და ბუნების მომავალი თაობებისთვის გადაცემისკენ. აუცილებელია, ჩვენ გადავდგათ პრინციპული და გაბედული ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო ავამაღლოთ საქართველოში გარემოსდაცვითი სტანდარტები და ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვოთ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა განვითარებისთვის. ჯერ კიდევ შარშან, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განვაცხადე, რომ გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი მოგვცემდა საშუალებას, მიგვეღწია მეტი ინკლუზიურობისთვის, მეტი ჩართულობისთვის. ეს ინსტიტუტი იქნება უმნიშვნელოვანესი, რათა დავძლიოთ საქართველოში არსებული ეკოლოგიური გამოწვევები. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას - ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმოებულმა სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, გარემოსდაცვითი პრინციპების დაინტერესების იგნორირებამ ძალიან მძიმე შედეგები მოგვცა და ჩვენ ამ შედეგებს ვებრძვით. საჭიროა ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება,რაშიც ჩართული იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე, სამოქალაქო საზოგადოება და ამ საქმიანობით დაკავებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია" - განაცხადა მთავრობის მეთაურმა და დევიდ მორისონს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ახალი ინსტიტუტი მამუკა ბახტაძის ინიციატივით, გარემოსდაცვითი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად შეიქმნა. ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც საკითხების განმხილველი სამდივნო ეყოლება. ომბუდსმენი რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათშორის, კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე; ასევე მონაწილეობას მიიღებს საჯარო განხილვებში და დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს გაუწევს.

გარემოსდაცვითი ომბუდსმენის წარდგენას ბოტანიკურ ბაღში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და გარემოს დაცვის სფეროს ექსპერტები დაესწრნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის