logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე ხაზი გაესვა რუსეთის საპასუხოდ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე ხაზი გაესვა რუსეთის საპასუხოდ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას
10:28 02.05.2019
1 მაისს შედგა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენა თემაზე: “Countering a Resurgent Russia”. მოსმენაზე მიწვეულნი იყვნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ნატო-ში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, ბრუკინგის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ვიქტორია ნულანდი; ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, პოლონეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს წამყვანი მკვლევარი, დანიელ ფრიდი; და ომის შესწავლის ინსტიტუტის თავმჯდომარე, აშშ-ის არმიის შტაბის ყოფილი მოქმედი უფროსი, გენერალი ჯეკ კაინი.

მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა და კონგრესმენებმა დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის მისი მეზობლების საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. მათ ხაზი გაუსვეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობასა და ისაუბრეს მათი განხორციელების გზებზე.

კერძოდ, მოსმენისას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ელიოტ ენგელის (დემოკრატი-ნიუ იორკი) განმარტებით, “რუსეთის მიერ საკუთარ საზღვრებთან განხორციელებული, საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციამ შეარყია მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობის მიმართულებით ათწლეულების განმავლობაში გაწეული სამუშაო”.

“რუსეთის ამჟამინდელმა გაძლიერებამ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების, აშშ-სა და ევროპის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევისა და დეზინფორმაციის გზით, რუსეთის შიგნით და გარეთ მისი ოპონენტების წინააღმდეგ, მათ შორის მკვლელობებისა და მკვლელობების მცდელობების გზით, აგრესიის ფორმა მიიღო”- აღინიშნა ბ-ნი დანიელ ფრიდის წერილობით სიტყვაში. მისი განმარტებით, “როგორც დავინახეთ რუსეთის თაობაზე აშშ-ის იმედიანი ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში მისი მეზობლის, საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრა იყო გაფრთხილება, რომელიც აშშ-მა სრულად ვერ აღიქვა. რუსეთის მიერ მხოლოდ, 2014 წელს უკრაინაში შეჭრის, მათ შორის უკრაინის ყირიმის ანექსირების შემდეგ მოხდა აშშ-სა და ნატო-ს მიერ უსაფრთხოების მოდალობების გადახედვა.”

“რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს მისი მეზობლების - საქართველოსა და უკრაინის თანამედროვე წარმატებულ დემოკრატიებად ჩამოყალიბებასა და მათ ევროპასთან დაახლოებას. ისინი ქმნიან კონფლიქტებს, სასაზღვრო პრობლემებს, იტაცებენ ტერიტორიებს” - აღნიშნა ბ-ნმა ფრიდმა. მისი რჩევით, საჭიროა ამ ქვეყნების რეფორმატორთა დახმარება, რაშიც აშშ-ს კარგი გამოცდილება გააჩნია ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ გერმანელების, შემდეგ პოლონელების, ბალტიის ქვეყნებისა და რუმინელების წარმატებული დახმარების მაგალითების სახით.

კონგრესვუმენი ანნ ვაგნერის (რესპუბლიკელი-მისურის შტატი) განცხადებით, “დღეს რუსეთმა ძირი გამოუთხარა მშვიდობასა და თავისუფლებას, რაც ვიხილეთ მის მიერ განხორციელებულ ქმედებებში სირიაში, საქართველოსა და უკრაინაში, ასევე ჩვენს [აშშ-ს] საკუთარ არჩევნებში ჩარევის სახით, და ახლა კი უკვე ვენესუელაში მიმდინარე პროცესების სახით.”

“საქართველოში რუსეთი იყენებს სტრატეგიას, რომელსაც ვუწოდებ “მცოცავ ანექსიას” რათა ჩუმად მიიტაცოს საქართველოს მეტი და მეტი სუვერენული ტერიტორია. დღეს რუსეთმა შეძლო საქართველოს, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაახლოებით 20%-ის სადავო ტერიტორიად გადაქცევა”- აღნიშნა კონგრესვუმენმა ვაგნერმა. მანვაგნერმა ხაზი გაუსვარუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ქ-ნი ვაგნერის მოსაზრებით, ნატო-ს ევროკავშირისა და აშშ-ის კოლექტიური ქმედებების განხორციელების საჭიროებას. იგი დაინტერესდა, თუ რა უნდა გააკეთოს აშშ-მა, რომ პასუხი გასცეს რუსეთის მიერ საქართველოსადმი აგრესიას?

გენერალი კაინის განმარტებით, აშშ-მა “გადადგა ზოგიერთი ნაბიჯი საქართველოს დასახმარებლად. გასულ წელს აშშ-მა საქართველოს სამხედრო ძალებს გადასცა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. აშშ-მა ქართველებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრიდან 10 წლისთავზე გამართა უმნიშვნელოვანესი სამხედრო წვრთნები.” გენერალი კაინის რჩევით, საჭიროა, რომ “აშშ-მა წაახალისოს ევროპელი მოკავშირეები, რომ აშშ-ის მსგავსად იყვნენ ჩართულნი საქართველოსთან მიმართებაში.”გენერალი კაინის სიტყვებით, აშშ-ს გააჩნია მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა, ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერე, რომ წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას.

კონგრესმენმა ტრონმა (დემოკრატი-მერილენდის შტატი) ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მისი საზღვრების გასწვრივ - მათ შორის საქართველოში კონფლიქტებს თესავს, რათა დაბლოკოს ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება. იგი დაინტერესდა, თუ რა უნდა გააკეთოს ნატო-მ რომ პასუხი გასცეს რუსეთის აგრესიას.კონგრესმენის კითხვის პასუხად ხაზი გაესვა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის გაძლიერების საჭიროებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის