logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
18:20 30.04.2019
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამუშაო სადილზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), პრეზიდენტს, ლილიან მორი პასკიეს უმასპინძლა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს და ევროპის საბჭოს თანამშრომლობას და ხაზი გაესვა ორგანიზაციის წევრობის 20 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ ორგანიზაციის ფასეულობებისა და პრინციპების ერთგულებას, რაც ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიის განმტკიცებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, ამ მხრივ ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის და მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც ყოველწლიურად მიიღება კომიტეტის დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეების უკანონო დაკავების, წამებისა და მკვლელობის ტრაგიკულ ფაქტებზე და მათზე საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე. მინისტრმა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფორმატში არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელსაც ქვეყანა 2019 წლის ნოემბერში ექვსი თვის ვადით გადაიბარებს, ასევე განიხილეს ევროპის საბჭოს დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 29-30 აპრილს ეწვია საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების ოცი წლისთავისადმი მიძღვნილ საგანგებო საპარლამენტო სესიაში მონაწილეობის მისაღებად.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის