logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო ლექცია - „საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე“ გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო ლექცია - „საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე“ გაიმართა
23:13 25.04.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, გაიმართა ლექცია, თემაზე - „საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე“. ლექციაცნობილი ქართველი დიპლომატის ლევან მიქელაძისხსოვნას მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. მინისტრი მიესალმა ლევან მიქელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ლექციათა ციკლის ჩატარების ინიციატივას და აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ასევე, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა ქართველი დიპლომატი და ლევან მიქელაძის მიერ ქართულ დიპლომატიაში შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.
„მინდა, დღეს კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული პატივით და ღირსებით მოვიგონო ჩვენი კოლეგა, მეგობარი, ლევან მიქელაძე. 10 წელი გადის მისი გარდაცვალებიდან. ის ძალიან აკლია ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას და ძალიან დიდია მისი ღვაწლი, რომელიც, მას აქვს ქვეყნის წინაშე. სწორედ მისი დიპლომატიური სამსახურის პირველ წლებში იდგმებოდა ის ნაბიჯები, რომელიც, იყო და არის დაკავშირებული ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციასთან. „-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის შეფასებით, ლევან მიქელაძის ხელმძღვანელობით საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე: „ის მოლაპარაკებები რომელსაც ლევანი უძღვებოდა ეუთოში, ვენაში, რაც დაკავშირებული იყო საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის პროცესთან და რომელიც დაგვირგვინდა 1999 სტამბოლში ეუთო-ს სამიტზე გაფორმებული შეთანხმებით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც შემდგომ განსაკუთრებული როლი ითამაშა, საქართველოსთვის ევროპული სტრუქტურებისკენ გზის გახსნაში“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, ქვეყნის მთავარი მიზნის - ევროპულ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციის მისაღწევად აუცილებელია ქვეყნის პოლიტიკური ძალების და საზოგადოების ერთიანობა: „ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ამ საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება, რადგანაც, ქვეყნის ყველა პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ სამოქალაქო ორგანიზაცია, უნდა იყოს ერთიანი ამ საკითხის მიმართ, რაც ეხმარება ხელისუფლებას გადადგას კიდევ უფრო თამამი ნაბიჯი იმ მთავარი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად“-აღნიშნა მინისტრმა
აღნიშნული ღონისძიება გამოჩენილი დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის პირველი სახელობითი ლექციაა, რომელიც მომავალში ყოველწლიურად ჩატარდება.
პირველი ლექცია წაიკითხა საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ლევან დოლიძემ.

ლექციის ფარგლებში ლევან დოლიძემ ქვეყნის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ძირითად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.
ლექციას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის წევრები, ლევან მიქელაძის ოჯახის წევრები და მეგობრები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა