ირაკლი ღარიბაშვილი კრისტიან ურსეს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი კრისტიან ურსეს შეხვდა
22:54 25.04.2019
ირაკლი ღარიბაშვილი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ბეჭდვა