logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე IPU-სა და საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობას წარმატებულად აფასებს
ირაკლი კობახიძე IPU-სა და საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობას წარმატებულად აფასებს
17:16 25.04.2019
ანგარიშის წარდგენისას პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ IPU-ს ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა არაღიარების პოლიტიკასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ კუთხით არსებობს.

"IPU-ს ფორმატი გვაძლევს კარგ საშუალებას იმისათვის, რომ გვქონდეს კომუნიკაცია იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც აქვს ნაკლები წვდომა ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ეს ფორმატი ასეთ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებისთვის და ჩვენი შედეგებიც არის პრინციპში შთამბეჭდავი",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის შეხვედრებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე, რომელიც, წარმატებული საქმიანობის შედეგად, მიმდინარე წელს პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წელს ახალგაზრდა პარლამენტართა მე-7 მსოფლიო კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს და ამის შესახებ გადაწყვეტილება IPU-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიმდინარე წელს, რიგით 140-ე ასამბლეის ფარგლებში მიიღო.

"IPU ხელს უწყობს ორმხრივი კავშირების განვითარებას საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყანას შორის, ასევე, იგი ხელს უწყობს არ აღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კუთხით, ჩვენი საქმიანობა 2018 წლის განმავლობაში იყო საკმაოდ წარმატებული. წელსაც ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას IPU -სთან და ამის ხელშესახები შედეგი არის ის, რომ მომავალ წელს ახალგაზრდული ფორუმი საქართველოში გაიმართება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ასამბლეის საქმიანობის 2 ძირითადი მიმართულება ევროინტეგრაცია და წევრი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებია.

"განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ უახლოეს მომავალში, ასამბლეის ფარგლებში ორი სპეციალური კომიტეტი ჩამოყალიბდეს ამ საკითხებზე სამუშაოდ",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება ასამბლეის ვებგვერდის შექმნაც, ასევე, შესაძლოა, მომავალში მომზადდეს სამი ქვეყნის ერთობლივი დეტალური ანგარიში, სადაც მიღწეული შედეგები და მიმდინარე რეფორმები იქნება ასახული. გარდა ამისა, შესაძლოა დაიგეგმოს სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობლივი ვიზიტები.

მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა 2018 წლის დეკემბერში, ასამბლეის მიერ მიღებულ პირველ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ქერჩის სრუტეში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების დაგმობას ეხებოდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს იყო ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოხატულება. მისივე ინფორმაციით, კონკრეტული ქმედებები არის დაგეგმილი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ჰიბრიდული საფრთხეების დასაძლევად.

"შესაძლოა, გავწევრიანდეთ შესაბამის დასავლურ ინსტიტუტებში. ამის თაობაზე გამოითქვა ზოგადი თანხმობა. საჭიროა ანტიჰიბრიდული ორგანოების შექმნის შესახებ კონკრეტული ინიციატივების განხორციელება და ამ კუთხით, კონკრეტული ქმედებები არის სამომავლოდ დაგეგმილი", - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამ ქვეყანას საერთო გამოწვევები და მიზნები აკავშირებს, რაც ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების განსაკუთრებული მოტივაციაა. მისივე შეფასებით, ამ კუთხით, დიდი სტიმულია ხალხთაშორის არსებული ისტორიული მეგობრობაც.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის