logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
21:30 22.04.2019
"პორტუგალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და დაინტერესებულია სხვადასხვა სფეროში საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებით" - განაცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აუგუშტუ სანტუშ სილვამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან ლისაბონში შეხვედრისას.

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის თანამშრომლობას, რომელიც ყოველწლიურად ახალ განზომილებებს იძენს. ამის ნათელი მაგალითია ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პორტუგალია მზადყოფნას გამოთქვამს ტურიზმის სფეროში საკუთარი წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს, რომელიც თავის მხრივ, ტურიზმის სფეროში შთამბეჭდავ წარმატებებს აღწევს და გააჩნია ბუნებრივი პოტენციალი მის განსავითარებლად.

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველო და პორტუგალიას მტკიცე მეგობრობა აკავშირებთ და ორივე ქვეყანა დაინტერესებულია განავითაროს ხალხთაშორისი კონტაქტები, ურთიერთობები კულტურის და განათლების სფეროებში. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალს. ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებზე, ქვეყნის აქტიურ ჩართულობაზე საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ მარშრუტებში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის უმძიმეს ფაქტებზე და მადლობა გადაუხადა პორტუგალიას სხვადახვა საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაც გამოიხატა, მათ შორის, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დამგმობ არაერთ განცხადებაში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ სვლას ევროპული და ევრო-ატლანტიკური მიზნისკენ, ქვეყნის წამყვან პოზიციებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში და საქართველოს საბოლოო მიზანს გახდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი. შეხვედრაზე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესა და ამ ფორმატში თანამშრომლობის სამომავალო მიზნების დასახვაზე წევრი ქვეყნების მისწრაფებების და მათ მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით. დავით ზალკალიანმა პორტუგალიელი კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პორტუგალიის რესპუბლიკას ვიზიტით მიმდინარე წლის 21-22 აპრილს ეწვია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა