ასმათ ხანგოშვილი: ძალის გადამეტება, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, არ არის ჩვენთვის მისაღები
ასმათ ხანგოშვილი: ძალის გადამეტება, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, არ არის ჩვენთვის მისაღები
18:25 22.04.2019
სოფელ დუისში მოქმედი ფონდის ,,როდი სკოტის“ თანამშრომელი ასმათ ხანგოშვილი პანკისის ხეობაში გუშინ მომხდარ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კიდევ მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო.

,,ძალიან სამწუხარო ფაქტს ჰქონდა ადგილი. ჩვენ რა თქმა უნდა არ ველოდით მოვლენების ასე განვითარებას, თუმცა, რაც მოხდა მოხდა.... ვიტყვი, რომ კომუნიკაცია უნდა არსებობდეს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის“, - აცხადებს ასმათ ხანგოშვილი
მისი თქმით, ძალის გადამეტება, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, მიუღებელია.
,,პროტესტი და საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირება რა თქმა უნდა ლეგიტიმური მოვლენაა ნებისმიერ ქვეყანაში და აქაც დასაშვებია, მაგრამ ამ ფორმით და ასეთი მიდგომით ჩვენ ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. სამწუხაროა, რომ ეს ფაქტი მოხდა და ჩვენ კიდევ ერთხელ მივეცით საბაბი გარეშე ძალებს, თუ წინააღმდეგ განწყობილ ძალებს პანკისის თემით მანიპულირების, თუმცა, კონსესუსი ყოველთვის შესაძლებელია, ჩვენ ვართ სახელმწიფო და ხელისუფლებას ყოველთვის უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია საკუთარ მოსახლეობასთან და თუ მოსახლეობა საბოლოოდ გადაწყვეტს გადაფასების შემდეგ რომ ეს საჭიროა, უნდა აშენდეს კიდეც. საარსებოს საშუალების შექმნისთვის რაღაც სხვა ობიექტებიც უნდა შენდებოდეს ხეობაში, ვფიქრობ. ძალიან რთულია ჩვენ პირვანდელი მდგომარეობით გარემო შევინარჩუნოით, რაღაცის ხარჯზე რაღაცა ხდება. როცა ძალიან დიდი რიცხვია ხეობიდან ახალგაზრდების გადინების ადგილზე არ იქნება არანაირი საშულება რომ ისინი დასაქმდნენ რა თქმა უნდა ჩვენ ვფიქრობთ გარკვეულ სიკეთეებზე რომ კარგი იქნებოდა . ინფორმაციის სწორად მიწოდება , ხალხის საქმის კურსში ჩაყენება ალბათ გამორჩათ იმ ჯგუფებს ვინც ამ საკითხზე მუშაობდა და სათანადოდ ვერ გათვალეს რისკები. ან პირდაპირ ვერ დაეკონტაქტნენ იმ ადამიანებს ვინც იყვნენ წინააღმდეგები და მივიღეთ ის შედეგი რაც მივიღეთ. მე დავესწარიუ წინამოსამზადებელ რამოდენიმე შეხვედრას და როცა იქ იყოს საუბარი ამის სანაცვლოდ პანკისის განვითარებისთვის რაღაც ფონდის შექმნის იქ იყო მთელი რიგი პაკეტი პრობლემების გადაწყვეტის, რომელსაც ინვესტორი საკუტარ თავზე იღებდა და იღებდა ერთსულოვნად ვალდებულებებს გარკვეული საკიტხების მოგვარების და გარკვეული ნაწილს ამ შეტავაზებებმა მოსაზრება შეუცვალა, მაგრამ რა თქმა უნდა, რაღაცების სანაცვლოდ შესაძლებელია კონსესუსის მიღწევა. ვფიქრობ შეუძლებელი არაფერია და ისევ მოსახლეობასთან კომუნიკაციით მჭიდრო კავშირით და ურთიერთობით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი“, - აცხადებს ასმათ ხანგოშვილი.

ბეჭდვა