თამარ ხულორდავა: ყველა, ვინც ამ მონპელიეში მყოფი ადამიანების გაჭირვებით სპეკულირებს, ემსახურება იმას, რომ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერონ
თამარ ხულორდავა: ყველა, ვინც ამ  მონპელიეში მყოფი ადამიანების გაჭირვებით სპეკულირებს,  ემსახურება იმას, რომ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერონ
18:14 19.04.2019
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, მონპელიეში ქართველი მოქალაქეების პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ის, რაც ეხლა მონპელიეში ხდება არის ძალიან დამაზიანებელი მოვლენა. ჩვენი მოქალაქეები აქციას მართავენ საფრანგეთში. ამბობენ, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვენ, თუმცა უნდათ საქართველო არ იყოს აღიარებული "უსაფრთხო ქვეყნად". ეს იცით რას ნიშნავს? თუ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ, ე.ი. უვიზო მიმოსვლასაც არ ვიმსახურებთ.

ყველა, ვინც ამ თემით სპეკულირებს, და იქ მყოფი ადამიანების გაჭირვებით სარგებლობს, პირდაპირ იმას ემსახურება, რომ შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა, რაც ასეთი დიდი შრომის ფასი დაგვიჯდა. ასეთი შედეგი პირდაპირ შედის რუსეთის ინტერესებში. სამწუხაროა, რომ ზოგიერთ პოლიტიკური პარტიის თუ ჯგუფის ინტერესიც ეს არის დღეს. არავის ანაღვლებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ იქნება. თუ ეს შედეგი დადგა, ეს იქნება თითოეული მოქალაქისთვის წართმეული უფლება კანონიერად გადაადგილდეს შენგენის სივრცეში.

უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება უნდა იყოს ყველა ჩვენგანის ინტერესი. მათ შორის ჩვენი ემიგრანტების, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამ საშუალება მისცა ენახათ დიდი ხნის უნახავი და მონატრებული ოჯახის წევრები და ახლობლები. მიკვირს ამ პროვოკაციაზე რომ მივდივართ და მზად ვართ ჩვენი ხელით მოვისპოთ ეს შესაძლებლობა", - წერს თამარ ხულორდავა
ბეჭდვა