logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სასამართლოს გაჩერების საშუალება არავის არ მივცეთ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე
მამუკა მდინარაძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სასამართლოს გაჩერების საშუალება არავის არ მივცეთ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე
16:59 19.04.2019
"ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს ვითვალისწინებთ და იმ არაძირითად ჩანაწერზე, რომელიც ძირითად რეკომენდაციებში საერთოდ ვერ მოხვდა, აპელირებთ იმიტომ რომ ისევ და ისევ გავლენებზე ფიქრობთ", - ასე უპასუხა ოპონენტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.

მამუკა მდინარაძე "ევროპული საქართველოს" წევრს, ოთარ კახიძეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს "დრო აერია".

"დარბაზიდან გაისმა კითხვა, რომელ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს დღეს სასამართლო და მან თქვა, რომ ყველა შუამდგომლობას აკმაყოფილებს, ყველას პატიმრობაში ტოვებს, ყველა განაჩენი იგივენაირად დგება, როგორიც არის საბრალდებო, თურმე. დრო აგერიათ უბრალოდ, დრო. სტატისტიკაზე არ არის მარტო საუბარი, თურმე ადამიანები არ მართლდებიან, თურმე ყველა პატიმრობაში რჩება და გირაოს არ გამოიყენებენ. დრო აგერიათ, ელემენტარულად და ვეღარ ხვდებით, რას ლაპარაკობთ, იმიტომ რომ არგუმენტი აქ არ გაქვთ. წარმოიდგინეთ, რომ დღევანდელ სასამართლოზე ამბობს, რომ ყველა შუამდგომლობას აკმაყოფილებს. ამის იქით რაღა უნდა თქვა, ტყუილის იქით აღარ ითქმება აღარაფერი",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ მათი მმართველობის დროს იყო შეცდომები - ისტორიის გადაწერის მცდელობაა. მამუკა მდინარაძის თქმით, "დანაშაული არის დანაშაული და ვერასდროს გაიყიდება როგორც შეცდომა. დანაშაულს ყოველთვის ერქმევა დანაშაული და ამაზე პოლიტიკური და კონკრეტული პასუხისმგებელი პირები იქნებიან ყოველთვის".

ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, საზოგადოების ფართო წრეებმა უნდა იცოდნენ, რომ ოპოზიციას სასამართლოს დამოუკიდებლობა აშინებს და რადგან სასამართლოზე გავლენის მოპოვებას ვერ ახერხებს, ცდილობს, სასამართლო გააჩეროს.

" საუბარია უკვე იმაზე, რომ რამენაირად გააჩეროთ სასამართლო. გააჭიანუროთ იქ პროცესები. შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მუშაობა პრაქტიკულად, იმიტომ, რომ 7 მოსამართლე რომ დარჩება, შეუძლებელია, 5 ათასზე მეტი საქმე განიხილონ მათ და ეს არის კოლაფსი, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას ვერ დავუშვებთ",- მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ოპონენტების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობა ვენეციის კომისიის არცერთ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს - ტყუილია.

" ვენეციის კომისიის დასკვნაში ოთხი ძირითადი საკითხი იყო. დავიწყებ იმით, რასაც ვერ, არ ვითვალისწინებთ გამომდინარე იქიდან, რომ ფარულობა 2014 -ში კენჭისყრისა იყო კარგი, დღეს არის ცუდი და რეალურად, ფარული კენჭისყრა უზრუნველყოფს იმას, რომ გავლენებისგან დაიცალოს კონკრეტული გადაწყვეტილება. ეს გუშინ თუ კარგი იყო, დღეს ცუდი რატომ ხდება, ამას ვერ ვხვდები. რაც შეეხება გამოცდას, ვითვალისწინებთ სრულად. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს - მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც იმავდროულად არის იუსტიციის საბჭოს წევრი, გამოირიცხება ყველანაირი პროცედურიდან, მათ შორის, ბოლო კენჭისყრიდან. მათ შორის ბოლო კენჭისყრიდან. თქვენ ამბობთ, რომ ამას არ ვითვალისწინებთ. ესეც არის სიცრუე შესაბამისად. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას ყველანაირ დოკუმენტაციაზე, რაც შეეხება ასაკს, ეს საკითხი ფაქტობრივად, არ დაგიყენებიათ, სამსჯელო თემა შეიძლება იყოს და აქ პრობლემას ვერავინ ხედავს და გასაგებია ყველაფერი. გამოდის, რომ უდიდეს ნაწილს ვითვალისწინებთ და იმ არაძირითად ჩანაწერზე, რომელიც ძირითად რეკომენდაციებში საერთოდ ვერ მოხვდა, აპელირებთ იმიტომ რომ ისევ და ისევ გავლენებზე ფიქრობთ და რაღაც ისეთი უტოპიური წარმოდგენები გაქვთ შემდეგ პარლამენტზე, მგონი, გგონიათ, რომ რაღაც წარმატებას მიაღწევთ",- განაცხადა დეპუტატმა.

მისი განმარტებით, ეს რეკომენდაცია ძირითად რეკომენდაციებში ვერ მოხვდა, თუმცა, შესაძლოა, ნორმალური პროცედურის დროს, ყველა მოსამართლის დანიშვნა ისედაც ვერ მოხერხდეს.

"ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს კანდიდატურის გავლას. ისედაც ასე შეიძლება მოხდეს და ორგანულ კანონში ამის ასახვას თუ ითხოვთ, ესეც ხალხის მოტყუებაა, იმიტომ, რომ ეს არის შეუძლებელი",- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრისას, მამუკა მდინარაძემ მოუწოდა ოპოზიციას, შესაბამის მონაცემებს გაეცნოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი სასამართლოს გაჩერების უფლებას არავის არ მისცემს.

"ერთერთი უპრეცენდენტო კანონპროექტია ის, რასაც ჩვენ ვუყრით კენჭს, ამ ყველაფრიდან გამომდინარე - ამ უპრეცედენტობიდან, პროცედურების გამჭვირვალობიდან, კრიტერიუმების სიმკაცრიდან გამომდინარე, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიამ მხოლოდ რამდენიმე შენიშვნა მოგცა და რომლის დიდ ნაწილს ვითვალისწინებთ, ჩვენ დავუჭერთ ამ კანონპროექტს მხარს და შესაბამისად, პროცესიც, არა მხოლოდ კანონპროექტი, შესაბამისი პროცესი იქნება წარმატებული.

არავინ მოგცემთ თქვენ იმის უფლებას, რომ გავლენები გქონდეთ სასამართლოში და არავინ მოგცემთ იმის უფლებას, რომ გააჩეროთ სასამართლო. თუკი ვინმეს ამასთან გულწრფელი დამოკიდებულება აქვს, მაშინ რეალურად ილაპარაკოს იმაზე, რაც წერია კანონპროექტში, რაც წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში, და გამოიტანოს სერიოზული და რეალური დასკვნები",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ფრაქციის თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის