logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად დადებითი შეფასებებია
არჩილ თალაკვაძე: ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად დადებითი შეფასებებია
18:23 17.04.2019
„ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად დადებითი შეფასებებია“-ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეფასებისას გააკეთა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ თავიდანვე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პარლამენტში კანდიდატების განხილვის და დამტკიცების პროცესი ყოფილიყო იმავე სტანდარტით, როგორც არის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში.
,,ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად არის დადებითი შეფასებები და პირდაპირ არის ჩანაწერები, რომ პროცესის მთელი ნაწილი, რომელიც პარლამენტში უნდა წარიმართოს, ეს არის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, ღია კომიტეტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი, როგორც ხდება პარლამენტში - ამ ყველაფერზე პრაქტიკულად ვენეციის კომისიას ნათქვამი აქვს, რომ ეს არის სრულყოფილად გაწერილი ჩვენს კანონპროექტში, რაც ბუნებრივია.

ჩვენ თავიდანვე ყველაფერი გავაკეთეთ, პარლამენტში კანდიდატების განხილვის და დამტკიცების პროცესი ყოფილიყო იმავე სტანდარტით, როგორც ეს არის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და ვენეციის კომისიას ეს არ გამორჩენია,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

როგორ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, არ არის გასაკვირი, რომ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც დღეს ოპიზიციაში არიან, სხვა დღის წესრიგის ნაწილია, მმართველ გუნდს კი გააჩნია პასუხისმგებლობა მიიღოს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საზოგადოების ჩართულობით - და სწორედ ამას აკეთებს ახლა.
,,რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს ოპოზიციის მხრიდან, შეიძლება ვიღაცამ ეს დასკვნა გადათარგმნოს, როგორც ძალიან უარყოფითი, ვიღაცამ შეიძლება გადათარგმნოს, რომ არის რეკომედაციები, რომელთა გათვალისწინება აპრიორი უპირობოდ არის საჭირო, ვიღაცები საერთოდ არ გააკეთებენ კომენტარს. ეს პოლიტიკური შლეიფი რომ მოვაშოროთ ამ ყველაფერს - ჩვენ, როგორც მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება, რათქმა უნდა, ვენეციის კომისიის დასკვნებს და მათ რეკომენდაციებს აღვიქვამთ ცალსახად ისე, როგორც ჩვენი მეგობრების; იმ ადამიანების, ვინც გულშემატკივრობენ საქართველოში დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, როგორ უყურებენ ისინი კანონშემოქმედებით პროცესს. სხვა ინტრიგა აქ არ არსებობს. ჩვენ თვითონ მივმართეთ ვენეციის კომისიას და ვთხოვეთ შეფასების გაკეთება ამ კანონპროექტზე, შესაბამისად, საქმიანად და პასუხისმგებლობით განვიხილავთ ამ რეკომენდაციებს და მუშაობა უკვე დაწყებულია. სხვა ინტერპრეტაციები სახელისუფლებო გუნდის მხრიდან არ არსებობს. ჩვენი სურვილია რაც შეიძლება მაღალი სტანდარტი მივიღოთ მოსამართლეთა შერჩევისა და დამტკიცებისთვის“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა