logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი ისტორიულია
სალომე ზურაბიშვილი: კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი ისტორიულია
15:44 17.04.2019
საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა დღეს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პრეზიდენტმა კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ დღეს არის ისტორიული დღე, რადგან 27 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, საქართველოში კვიპროსის პრეზიდენტი ჩამოვიდა.
,,ამ ვიზიტისათვის მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო მას და აღვნიშნო, რომ ეს ჩვენი ურთიერთობების ახალი ეტაპია. შეხვედრაზე განვიხილეთ დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურმა ურთიერთობებმა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების დონეზე აიწიოს. ამისათვის ხვალ იმართება საქართველო - კვიპროსის ბიზნესფორუმი. ურთიერთობათა განვითარების მიმართულებით ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროში ზრდის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. ტექნოლოგიების მიმართულებით კი, კვიპროსს საქართველოსათვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება შეუძლია.

ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კვიპროსის დახმარების შესაძლებლობებზე და იმ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ჩატარდება ბათუმში. იმედი მაქვს, რომ კვიპროსი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შეხვედრებზე ვისაუბრეთ ცირკულარული მიგრაციის შესახებაც, რომელიც საქართველოს მხრიდან ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მიმართ ერთ-ერთი სერიოზული მოთხოვნაა და კვიპროსმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამ კუთხით ჩვენს ქვეყნებს შორის შეთანხმება შედგეს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ყველანაირი დახმარება ამ ჩვენს გზაზე - ,,მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში“, კვიპროსის, როგორც ევროკავშირში საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ სტაბილური ქვეყნები, ოკუპირებული ტერიტორიებთან და კონფლიქტთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემით. ორივე ქვეყნის მხრიდან არსებობს საჭიროება და მზადყოფნა, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვიაროთ ამ მდგომარეობისა და კონფლიქტების გადასაწყვეტად. ეს არის ასევე, მნიშვნელოვანი ერთობლივი გამოცდილება ორი, პატარა ქვეყნისათვის, რომელიც ცდილობს თავისი დამოუკიდებლობა გაამყაროს და მშვიდობიანი გზით მოახდინოს დღევანდელი მდგომარეობის ცვლილება.

კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო კვიპროსის პრეზიდენტს, იმისათვის, რომ საოკუპაციო ხაზზე კვიპროსი სამი წარმომადგენლით მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და ეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია და გამოხატავს სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევ მხარდაჭერას. საჭიროა განვაგრძოთ ურთიერთობების ეს გზა, არა მხოლოდ იმ მიმართულებით, რასაც მოიცავს დღეს ხელმოწერილი დოკუმენტები -ინფორმაციის გაცვლის, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის კუთხით, არამედ, ყველა სხვა მიმართულებებითაც. საჭიროა გავაძლიეროთ და განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები განათლებასა და კულტურაში - განათლების კუთხით ერთობლივი პროგრამები ევროკავშირში და ერთობლივი პროექტები არქეოლოგიაში. ეს ურთიერთობები უნდა გავაძლიეროთ, რადგან ჩვენ ვართ დიდი, ისტორიული კავშირების მქონე ორი ქვეყანა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კვიპროსის პრეზიდენტს მისი ვიზიტისათვის და ვისურვო, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კვიპროსის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

,,ჩვენ ორმხრივად დავუჭერთ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, ჩვენც დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას თავიდანვე უჭერდა კვიპროსი მხარს. ამას ძალიან დადებითი შედეგები მოჰყვა და მინდა, რომ ასევე დადებითი შეფასება მივცე იმ მცდელობებს, რომელსაც როგორც პირადად თქვენ, ასევე მთავრობა ახორციელებს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებისათვის. კვიპროსელი ხალხის სახელით, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და გაერო-ს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის და ვინაიდან საერთო პრინციპები გვაქვს, თქვენი მხარდაჭერა ამ რეზოლუციებში ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის