logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა
პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა
18:46 15.04.2019
„2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარმატებული შესრულებით, ჩვენ შემდეგი მოწვევის პარლამენტს დავუტოვებთ პოზიტიურ მემკვიდრეობას და მყარ ფუნდამენტს ასოცირების შეთანხმების შესრულებაში შემდგომი პროგრესის მისაღწევად და ამ ისტორიული პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმის წარდგენაზე განაცხადა.



ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებული, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ გახსნეს.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავას, კომიტეტებსა და აპარატს-ანგარიშის მომზადებაში გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო ევროკავშირის დელეგაციასა და გაეროს განვითარების პროგრამას - მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.



“2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სტრატეგიულ მიზნებს, ამოცანებსა და აქტივობებს სამი მიმართულებით: პირველი ეს არის-კანონშემოქმედებითი საქმიანობა, მეორე ეს არის- ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესზე ზედამხედველობა და მესამე, ეს არის-ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს სამივე მიმართულება თანაბრად მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

სამოქმედო გეგმა ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ პარლამენტმა და მისმა ორგანოებმა შეთანხმებულად და გეგმაზომიერად იმოქმედონ და იმუშაონ მკაფიოდ განსაზღვრული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ჩვენი მოქალაქეებისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიც არის მაგალითად, სურსათის უვნებლობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა პოლიტიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვეტერინარია და ა.შ. ეს არის ასევე კარგი შესაძლებლობა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-პოლიტიკურ და ღირებულებით არჩევანს ეფუძნება.



“შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულების შესრულება არ არის რომელიმე რიგითი დოკუმენტით გათვალისწინებული უბრალო ტექნიკური საქმიანობა.

ფაქტობრივად, ეს არის საქართველოს განვითარების და წინსვლის სამოქმედო გეგმაც. ეს არის საშუალება იმისა, რომ ჩვენ შემდგომ თაობებს დავუტოვოთ უფრო მოწესრიგებული, უფრო მშვიდობიანი და უფრო სტაბილური, მეტი კეთილდღეობის მქონე დამოუკიდებელი სახელმწიფო, ანუ, ის, რისთვისაც იბრძოდნენ 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი გმირები და თანამოქალაქეები”,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.



მისი თქმით, ეს არის არა მხოლოდ ერთი კომიტეტის, არამედ თითოეული ჩვენგანის მნიშვნელოვანი მისია და პასუხისმგებლობა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ამ პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, შედეგზე ორიენტირებული ექსპერტული ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საქართველოს პარლამენტის სახელით, მათ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.



სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და პარლამენტის ახალი რეგლამენტით, ჩვენი ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესზე კიდევ უფრო ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების უფრო ძლიერი ბერკეტები შეიძინა. პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.



„კონსტიტუციის ახალი რედაქციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტმა შეიძინა უფრო ძლიერი ბერკეტები და ახალი ფუნქციები იმისათვის, რომ განახორციელოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების უფრო ეფექტური ზედამხედველობა და ამ მხრივ პირნათლად შეასრულოს კანონშემოქმედებითი ფუნქციაც. ამ ფართომასშტაბიანი საქმიანობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია, პოზიტიური ცვლილებების და სარგებლის ნათლად წარმოჩენა, ამ მხრივ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის შეჯამებისას კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო შედეგებით წარვდგებით ჩვენ მოსახლეობის წინაშე”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის