logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გაეროსთან აკრედიტირებული ელჩები სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ
გაეროსთან აკრედიტირებული ელჩები სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ
17:45 15.04.2019
საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს. ელჩები ადგილზე გაეცნენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თანმდევ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ მდგომარეობას, მოინახულეს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. ელჩებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე. მისი შეფასებით ელჩების ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი მათი ყურადღების სწორედ იმ პრობლემაზე კონცენტრაცია გახლავთ რაც არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

„გაერო-ს ელჩების ვიზიტის ზოგადი მიზანი არის ის, რომ ისინი ადგილზე გაეცნონ საქართველოს წარმატებებს, რეფორმების გამოცდილებას, რა სფეროშიც ჩვენ შეიძლება ვითანამშრომლოთ ამ ქვეყნებთან. ასევე ბუნებრივია მთავარი მიზანია ნახონ ის დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ეს გახლავთ ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანმა საკუთარი თვალით ნახოს აღნიშნული ვითარება. მსოფლიოს ბევრ წერტილში არის ძალიან რთული ვითარება, ამიტომ მსგავს ვიზიტებს და ინფორმაციის ასეთი სახით მიწოდებას პარტნიორებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება“-განაცხადა კახა იმნაძემ.

გაეროსთან ფინეთის, სენეგალის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნძულების, ესვატინის სამეფოს და მიკრონეზიის ფედერალური შტატების მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს 14-21 აპრილს სტუმრობენ.

მათ შეხვედრები გამართეს საგარეო უწყებაში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილემ ლაშა დარსალიამ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე, ელჩებმა შეხვედრა გამართეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და მოინახულეს ადგილნაცვალი პირების დასახლება წეროვანში.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაეროსთან აკრედიტირებული ელჩები შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან.

აღსანიშნავია, რომ გაეროსთან აკრედიტებული ელჩების საქართველოში ვიზიტი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მისი ინიციატორი გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობაა. მსგავსი სახის ვიზიტები ხორციელდება ასევე ეუთოში აკრედიტებული ელჩებისთვისაც.

ვიზიტის ფარგლებში ელჩები შეხვდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. გაიმართება ელჩების შეხვედრები კახეთის რეგიონში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის