ნიკოლოზ მეტრეველი: საქართველოში 2012 წლის შედეგ ყველას აქვს უფლებაც და საშუალებაც, უსაფრთხოდ გამოთქვას საკუთარი აზრი
ნიკოლოზ მეტრეველი: საქართველოში 2012 წლის შედეგ ყველას აქვს უფლებაც და საშუალებაც, უსაფრთხოდ გამოთქვას საკუთარი აზრი
10:59 14.04.2019
ნიკოლოზ მეტრეველი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ფილარმონიაში გუშინდელ შეკრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბინძური რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ბევრი იმ ადამიანების გვერდით ვიყავი, ვინც დღეს ფილარმონიაში შეიკრიბა. მრავალ მათგანთან რეჟიმთან ბრძოლის წლების გარდა, ნამდვილი მეგობრობაც მაკავშირებს. მინდა მჯეროდეს, რომ ამ ადამიანებს უმეტესობას გულწრლფერად სჯერა იმის რასაც აცხადებენ და მხოლოდ ქვეყნის და ჩვენი ხალხის ბედი აწუხებს".

ნიკოლოზ მეტრეველის თქმით, საქართველოში 2012 წლის შედეგ ყველას აქვს უფლებაც და საშუალებაც, უსაფრთხოდ გამოთქვას საკუთარი აზრი და შექმნას ან გაწევრიანდეს ნებისმიერ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში.

"დაუკმაყოფილებელმა ამბიციებმა თუ ობიექტური მიზეზებით განპირობებულმა უკმაყოფილებამ არ უნდა გაგვაიგივოს და დაგვამსგავსოს "შავგულიძეებს და ბერძენიშვილებს".

სამწუხაროდ, ფილარმონიაში შეკრებილი საზოგადოების ნაწილს ყოველგვარ აზრს მოკლებული თავდაჯერებულობით თანატოლფასი ჰგონია, საკუთარი და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და დამსახურება. ეს, რომ ასე არ არის მათ გარდა ყველა კარგად ხედავს", - წერს მეტრეველი.

მისივე თქმით, სულ ახლო მომავალში ყველა ერთად დავინახავთ ვის რა ამოძრავებს.

"ჩვენს ქვეყანაში ხომ არასოდეს დიდი ხნით არაფერი იმალება. ალბათ ბევრი ჩვენგანი ისევ მეგობრად და თანამებრძოლად დარჩება, რაღაც ნაწილი კი სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებთან შეეცდება საკუთარი "ბედნიერების" მოპოვებას", - აღნიშნავს მეტრეველი.
ბეჭდვა