logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს საელჩომ აშშ-ის კონგრესში საქართველოს პარლამენტარიზმის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა
საქართველოს საელჩომ აშშ-ის კონგრესში საქართველოს პარლამენტარიზმის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა
15:46 13.04.2019
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს საელჩოსა და „ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებით საქართველოს პარლამენტარიზმის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ პირველი ქართული პარლამენტის მნიშვნელობასა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში პარლამენტარიზმის წვლილზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ პირველი ქართული პარლამენტი საქართველოს ეროვნულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. 1918-1921 წლების საქართველოს რესპუბლიკა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა დიდ წილად სწორედ გამორჩეული პარლამენტის წყალობით. ასამბლეის 130 წევრიდან 23 პარლამენტარი (18%) ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენდნენ. უფრო მეტიც, საქართველოს პირველსავე პარლამენტს 5 ქალი პარლამენტარი ჰყავდა, მაშინ როდესაც დასავლეთის სახელმწიფოების დიდ ნაწილში ქალებს ჯერ კიდევ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი აქ ჰქონდათ მიღებული.

ღონისძიების ფარგლებში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 100 წლის ისტორია საგამომცემლო სახლმა „სახე(ლ)ებმა“ წარმოადგინა, რომელმაც New York Times-ის საერთაშორისო მედია პროექტი - Turning Points Global Agenda - Georgia წარადგინა. გამოცემის თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობებია და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში საგამომცემლო სახლმა ის ადამიანები დააჯილდოვა, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ საქართველო-ამერიკის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობების განვითარებაში.

დაჯილდოებულთა შორის იყვნენ კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები კონგრესმენები ჯერი კონოლი და ტედ პო, ჰერიტიჯის ფონდის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი ლიუკ კოფი, საერთაშორისო კერძო ინვესტიციების კორპორაციის მმართველი დირექტორი კენეთ ენჯელი, კონგრესის ბიბლიოთეკის საქართველოს მკვლევარი პოლ ქრეგო, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო-ს სახელით პრეზიდენტი მამუკა წერეთელი და ამერიკის ხმის ქართული რედაქცია, რომელსაც რედაქციის ხელმძღვანელი ანა კალანდაძე წარმოადგენდა.

ღონისძიებას კანონმდებლები, რეგიონის მკვლევარები და საქართველოდან ჩასული სტუმრები დაესწრნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის